სეიშელის კუნძულებზე ეპიდაფეთქებაა, მიუხედავად იმისა, რომ მოსახლეობის 70%-ზე მეტი სრულყოფილად არის უკვე აცრილი - დააყენებს თუ არა ეს შემთხვევა "სინოფარმის" ეფექტიანობას კითხვის ნიშნის ქვეშ? | Allnews.Ge

სეიშელის კუნძულებზე ეპიდაფეთქებაა, მიუხედავად იმისა, რომ მოსახლეობის 70%-ზე მეტი სრულყოფილად არის უკვე აცრილი - დააყენებს თუ არა ეს შემთხვევა "სინოფარმის" ეფექტიანობას კითხვის ნიშნის ქვეშ?

სე­ი­შე­ლის კუნ­ძუ­ლებ­ზე არ­სე­ბუ­ლი ეპიდსი­ტუ­ა­ცია მსოფ­ლიო მე­დი­ი­ის ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრშია. ქვე­ყა­ნა, რომ­ლის მო­სახ­ლე­ო­ბის 70%-ზე მეტი სრულ­ყო­ფი­ლად არის ვაქ­ცი­ნი­რე­ბუ­ლი, ხე­ლა­ხალ კო­ვიდ-აფეთ­ქე­ბას ვერ გა­და­ურ­ჩა. ქვე­ყა­ნა­ში Covid-19-ით სიმპტო­მუ­რი ინ­ფი­ცი­რე­ბის დღი­უ­რი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი 300-ს სცდე­ბა, სა­ერ­თო ჯამ­მა კი 8,172 შე­ად­გი­ნა. ეს ციფ­რი, შე­საძ­ლოა, ერთი შე­ხედ­ვით სა­გან­გა­შო არ ჩან­დეს, თუმ­ცა, თუ მხედ­ვე­ლო­ბა­ში მი­ვი­ღებთ იმას, რომ კუნ­ძულ­ზე სულ 100,000 ადა­მი­ა­ნი ცხოვ­რობს, ყო­ველ­დღი­უ­რი შემ­თხვე­ვე­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი ერთ სულ მო­სახ­ლე­ზე კრი­ტი­კუ­ლად მა­ღა­ლია და ინ­დო­ეთ­ში არ­სე­ბულ მაჩ­ვე­ნე­ბელ­საც კი აღე­მა­ტე­ბა.

ეპიდ­ვი­თა­რე­ბის ამ­გვარ­მა დამ­ძი­მე­ბამ ახა­ლი შე­ზღუდ­ვე­ბის და­წე­სე­ბის სა­ჭი­რო­ე­ბა გა­ა­ჩი­ნა. რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი გამ­კაცრ­და - მა­ღა­ზი­ე­ბი, ბა­რე­ბი და კა­ზი­ნო­ე­ბი ჩვე­უ­ლებ­რივ­ზე ადრე იკე­ტე­ბა. ტუ­რის­ტებს კი სა­ნა­პი­რო­ზე დიდ ჯგუ­ფად შეკ­რე­ბა ეკ­რძა­ლე­ბათ - ნე­ბა­დარ­თუ­ლია მხო­ლოდ 4 ადა­მი­ა­ნი. გა­და­ი­დო სას­წავ­ლო სე­მესტრის და­წყე­ბაც. იმ ფაქ­ტმა, რომ ქვე­ყა­ნამ მას­შტა­ბუ­რი ვაქ­ცი­ნა­ცი­ის სა­პა­სუ­ხოდ ეპიდსი­ტუ­ა­ცი­ის დამ­ძი­მე­ბა მი­ი­ღო, ვაქ­ცი­ნე­ბის ეფექ­ტუ­რო­ბის მი­მართ გარ­კვე­უ­ლი კი­თხვე­ბი გა­ა­ჩი­ნა.

სე­ი­შე­ლის კუნ­ძუ­ლებ­ზე მო­სახ­ლე­ო­ბის მა­სობ­რი­ვი აცრა ჯერ კი­დევ იან­ვარ­ში და­ი­წყო, რა­მაც მძი­მე ეკო­ნო­მი­კუ­რი ვი­თა­რე­ბის გან­მუხ­ტვა და ტუ­რიზ­მის გა­აქ­ტი­უ­რე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლი გა­ხა­და. თუმ­ცა გა­სუ­ლი თვი­დან ეპიდსი­ტუ­ა­ცია ისევ და­ი­ძა­ბა და ქვე­ყა­ნა ინ­ფექ­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბის პი­კურ ნიშ­ნულს და­უბ­რუნ­და. ცნო­ბი­ლია, რომ სე­ი­შელ­ზე ვაქ­ცი­ნა­ცია "სი­ნო­ფარ­მი­თა“ და "კო­ვი­შილ­დით“ (ასე ეწო­დე­ბა ინ­დო­ეთ­ში წარ­მო­ე­ბულ ბრი­ტა­ნუ­ლი Oxford/AstraZeneca-ს ვაქ­ცი­ნას) ჩა­ტარ­და, თუმ­ცა მეტი წილი - 60%, "სი­ნო­ფარმ­ზე“ მო­დის.

რას უკავ­შირ­დე­ბა სე­ი­შელ­ზე ხე­ლა­ხა­ლი კო­ვი­და­ფეთ­ქე­ბა და მას­შტა­ბუ­რი ვაქ­ცი­ნა­ცი­ის შემ­დეგ, ვი­თა­რე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის მა­გივ­რად პი­რი­ქით რა­ტომ მოხ­და? - ამ კი­თხვა­ზე ერ­თმნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პა­სუ­ხი ჯერ არ არ­სე­ბობს. თუმ­ცა, რო­გორც სე­ი­შე­ლის ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო, ისე ჯან­მო, ვაქ­ცი­ნე­ბის ეფექ­ტუ­რო­ბა­ში ეჭ­ვის შე­ტა­ნის სა­ფუძ­ველს ვერ ხე­დავს. ქვეყ­ნის ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს მო­ნა­ცე­მე­ბით, ახა­ლი აქ­ტი­უ­რი შემ­თხვე­ვე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა იმ პი­რებ­ში გა­მოვ­ლინ­და, რომ­ლე­ბიც აც­რი­ლე­ბი არ იყ­ვნენ ან მხო­ლოდ ერთი დოზა ჰქონ­დათ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი. უწყე­ბის ცნო­ბით, სრულ­ყო­ფი­ლად აც­რი­ლე­ბი ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა მე­სა­მედს შე­ად­გე­ნენ. სე­ი­შე­ლის მთავ­რო­ბას ამ მო­მენ­ტი­სათ­ვის არ უთ­ქვამს, რამ­დე­ნი შემ­თხვე­ვა მო­დის ჩი­ნუ­რი "სი­ნო­ფარ­მით“ ვაქ­ცი­ნი­რე­ბულ ადა­მი­ა­ნებ­ზე. ”შემ­თხვე­ვა­თა უმე­ტე­სო­ბა მსუ­ბუ­ქია”, - ასე გა­ნა­ცხა­და ჯან­მრთე­ლო­ბის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის იმუ­ნი­ზა­ცი­ის პროგ­რა­მის დი­რექ­ტორ­მა ქეით ო’ბრა­ი­ენ­მა.

”სი­ნო­ფარ­მის" ვაქ­ცი­ნა ნამ­დვი­ლად მო­ი­თხოვს ორ დო­ზას. ზო­გი­ერ­თი შემ­თხვე­ვა, რო­მე­ლიც გა­მოვ­ლინ­და, იყო პირ­ვე­ლი დო­ზის მი­ღე­ბის შემ­დეგ, ხოლო ზო­გი­ერ­თი მე­ო­რე დო­ზის მი­ღე­ბი­დან რამ­დე­ნი­მე დღის შემ­დეგ, ზო­გი­ერ­თი კი ამ ორ დო­ზას შო­რის. ახლა უფრო მეტი და დე­ტა­ლუ­რი კვლე­ვაა სა­ჭი­რო იმი­სათ­ვის, რომ და­ვად­გი­ნოთ ამ სი­ტუ­ა­ცი­ის ზუს­ტი მი­ზე­ზე­ბი“, - აღ­ნიშ­ნა ო’ბრა­ი­ენ­მა. ნორ­ვე­გი­ის ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრის პირ­ვე­ლი მრჩე­ვე­ლი ზაზა წე­რე­თე­ლი მი­იჩ­ნევს, რომ სა­კი­თხი სა­ფუძ­ვლი­ან კვლე­ვას სა­ჭი­რო­ებს, რათა დად­გინ­დეს, რა კავ­ში­რია ვაქ­ცი­ნე­ბის ეფექ­ტუ­რო­ბა­სა და სე­ი­შელ­ზე ეპიდსი­ტუ­ა­ცი­ის გა­უ­ა­რე­სე­ბას შო­რის.

"დიახ, შემ­თხვე­ვე­ბის ზრდამ გარ­კვე­უ­ლი კი­თხვე­ბი გა­ა­ჩი­ნა ჩი­ნუ­რი ვაქ­ცი­ნა "სი­ნო­ფარ­მის“ ეფექ­ტი­ა­ნო­ბის შე­სა­ხებ, რო­მე­ლიც ამ კუნ­ძუ­ლო­ვან­მა ქვე­ყა­ნამ გა­მო­ი­ყე­ნა მისი მო­სახ­ლე­ო­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბის აც­რი­სათ­ვის. სე­ი­შე­ლის კუნ­ძუ­ლებს იან­ვა­რის და­სა­წყის­ში არაბ­თა გა­ერ­თი­ა­ნე­ბულ­მა ემი­რა­ტებ­მა 50 000 დოზა "სი­ნო­ფარ­მის“ ვაქ­ცი­ნა გა­დას­ცა. მარ­ტი­სათ­ვის სე­ი­შელ­მა მო­სახ­ლე­ო­ბის თით­ქმის ნა­ხე­ვა­რი აცრა ჩი­ნუ­რი ვაქ­ცი­ნით, რა­მაც სა­შუ­ა­ლე­ბა მის­ცა გა­ეხ­სნა მისი პრობ­ლე­მუ­რი ეკო­ნო­მი­კა და გამ­ხდა­რი­ყო მსოფ­ლი­ო­ში ყვე­ლა­ზე ვაქ­ცი­ნი­რე­ბუ­ლი ქვე­ყა­ნა, ის­რა­ე­ლის, დიდი ბრი­ტა­ნე­თი­სა და აშშ-ს შემ­დეგ. ახლა მთე­ლი მსოფ­ლიო ადევ­ნებს თვალს სი­ტუ­ა­ცი­ას სე­ი­შე­ლებ­ზე, რათა და­აგ­დი­ნონ რამ­დე­ნად ეფექ­ტუ­რია ჩი­ნუ­რი ვაქ­ცი­ნა.

ეს გან­სა­კუთ­რე­ბით ყუ­რადსა­ღე­ბია მას შემ­დეგ, რაც წინა პა­რას­კევს ჯან­მომ რე­კო­მენ­და­ცია გა­უ­წია "სი­ნო­ფარ­მის" ვაქ­ცი­ნას გა­და­უ­დე­ბე­ლი გა­მო­ყე­ნე­ბი­სათ­ვის. მხედ­ვე­ლო­ბა­შია მი­სა­ღე­ბი კი­დევ ერთი გა­რე­მო­ე­ბა - ვირუ­სის B.1.351 ვა­რი­ან­ტი, რო­მე­ლიც პირ­ვე­ლად გა­სულ წელს სამ­ხრეთ აფ­რი­კა­ში აღ­მო­ა­ჩი­ნეს, სე­ი­შე­ლის კუნ­ძუ­ლებ­ზე თე­ბერ­ვალ­ში და­ფიქ­სირ­და და შე­საძ­ლოა, ამა­საც ეთა­მა­შა როლი. თუმ­ცა აპ­რი­ლის მდგო­მა­რე­ო­ბით სე­ი­შე­ლის კუნ­ძუ­ლებ­ზე და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი ინ­ფექ­ცი­ე­ბის­თვის ჯერ­ჯე­რო­ბით ხელ­მი­საწ­ვდო­მი არ არის გე­ნე­ტი­კუ­რი სეკ­ვე­ნი­რე­ბის (თან­მიმ­დევ­რო­ბის) მო­ნა­ცე­მე­ბი. სე­ი­შე­ლის ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბის გან­მარ­ტე­ბით და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვე­ბის უმე­ტე­სო­ბა მსუ­ბუ­ქი სიმპტო­მე­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც ამ­ტკი­ცებს, რომ ვაქ­ცი­ნებ­მა მო­ა­ხერ­ხეს მძი­მე შემ­თხვე­ვე­ბის პრე­ვენ­ცია", - ეუბ­ნე­ბა AMBEBI.GE-ს ზაზა წე­რე­თე­ლი.

AMBEBI.GE

myquiz