გაიცანით ულამაზესი ქართველი გოგონა, რომელიც ისრაელის არმიაში მსახურობს | Allnews.Ge

გაიცანით ულამაზესი ქართველი გოგონა, რომელიც ისრაელის არმიაში მსახურობს

რამ­დე­ნი­მე დღეა მსოფ­ლი­ოს ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრშია ის­რა­ე­ლი­სა და პა­ლეს­ტი­ნის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი კონ­ფლიქ­ტი. ღა­ზას სექ­ტო­რი­დან ის­რა­ე­ლის მი­მარ­თუ­ლე­ბით, სამი დღის განმავლობაში 1 000-ზე მეტი რა­კე­ტა და სა­არ­ტი­ლე­რიო ჭურ­ვი ის­რო­ლეს. ათობით ადამიანის მსხვერპლია ორივე მხარეს.

ის­რა­ელ­ში იმ­ყო­ფე­ბი­ან სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბიც, მათ შო­რის ახალ­გაზ­რდე­ბი, რომ­ლე­ბიც იქა­ურ ჯარ­ში მსა­ხუ­რო­ბენ. ერთ-ერთი მათ­გა­ნია 20 წლის სალი ნას­ყი­დაშ­ვი­ლი. ყვე­ლა­ფე­რი კი 2017 წელს და­ი­წყო, რო­დე­საც ერთ ზა­ფხულს გო­გო­ნამ ის­რა­ე­ლის მი­წა­ზე დად­გა ფეხი. მა­შინ ბლოგ­ზე marksmanliveblog.wordpress.com გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ სტა­ტი­ა­ში ვკი­თხუ­ლობთ:

salinaskidashvilii-1620893141.jpg

"თა­ვი­დან მო­სი­ა­რუ­ლე ჯა­რის­კაც გო­გო­ნებს რომ ვხე­დავ­დი, რომ­ლე­ბიც მა­ნამ­დე მხო­ლოდ ვი­დე­ო­ებ­ში თუ ფო­ტო­ებ­ში მი­ნა­ხავს, მიკ­ვირ­და, ცოტა უჩ­ვე­უ­ლო იყო და თან სა­ოც­რად მომ­წონ­და, თვა­ლიც მი­ეჩ­ვია და ნელ-ნელა უფრო და უფრო მიმ­ზიდ­ვე­ლე­ბი ხდე­ბოდ­ნენ ჩემ­თვის ისი­ნი. ვერ ვი­ტყვი უდი­დე­სი სურ­ვი­ლი მაქვს ჯარ­ში წას­ვლისთქო, ისიც იმი­ტომ რომ ჯერ კი­დევ ვერ აღ­ვიქ­ვამ ის­რა­ელს სა­კუ­თარ სახ­ლად, მაგ­რამ დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ ფი­ზი­კუ­რად, მო­რა­ლუ­რად, მა­ტე­რი­ა­ლუ­რად, არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ად­გი­ლია ჯარი…

ის­რა­ე­ლის ყვე­ლა მო­ქა­ლა­ქეს ევა­ლე­ბა ჯარ­ში სამ­სა­ხუ­რი და დიახ, ყვე­ლა­ზე მე­ტად იმას ვა­ფა­სებ, რომ ქვეყ­ნის სიყ­ვა­რულს ისი­ნი გა­მო­ხა­ტა­ვენ საქ­მი­თა და სი­ტყვე­ბით ერ­თდრო­უ­ლად, არ ცდი­ლო­ბენ ჯარს თავი აა­რი­დონ, პი­რი­ქით, იბ­რძვი­ან მალე წა­ვიდ­ნენ, სამ­ხედ­რო ბი­უ­ჯე­ტი 9 მლრ დო­ლარს შე­ად­გენს" - წერ­და 2017 წელს სალი.

salinaskidashvilired-1620893142.jpg

2021 წელს ნას­ყი­დაშ­ვი­ლი უკვე ის­რა­ე­ლის მო­ქა­ლა­ქეა და ის სა­ვალ­დე­ბუ­ლო ჯარ­ში რამ­დე­ნი­მე თვის წინ წა­ვი­და. გო­გო­ნა ის­რა­ელ­ში, ქა­ლაქ ხა­ი­აფ­ში იმ­ყო­ფე­ბა. ჯერ­ჯე­რო­ბით საბ­რო­ლო ოპე­რა­ცი­ებ­ში ჩარ­თუ­ლი არ არის, მაგ­რამ "ტვ პირ­ველ­თან" ინ­ტერ­ვი­უ­ში აღ­ნიშ­ნავს, ოჯახს ამ­შვი­დებს და ამ­ბობს:

naskidashvilisali-1620893141.jpg

"საკ­მა­ოდ რთუ­ლი ვი­თა­რე­ბაა იმი­ტომ, რომ ეს არა­ბე­ბი უფრო სა­ში­შე­ბი არი­ან, ვიდ­რე ეს ბომბდამშნე­ბი, იმი­ტომ, რომ ჩვენ გვაქვს "რკი­ნის გუმ­ბა­თე­ბი", რომ­ლე­ბი­თაც ვა­ხერ­ხებთ ამ ბომ­ბე­ბის მო­გე­რი­ე­ბას. არა­ბე­ბის მო­გე­რი­ე­ბა უფრო რთუ­ლია, აბ­სო­ლუ­ტუ­რად უკონ­ტრო­ლო­ე­ბი არი­ან"- ამ­ბობს ქარ­თვე­ლი ჯა­რის­კა­ცი.

salinaskidashviliredd-1620893142.jpg

გო­გო­ნას თბი­ლი­სე­ლი მე­გო­ბა­რი გვიყ­ვე­ბა:

"სა­ლის ბავ­შვო­ბი­დან ვიც­ნობ, ერ­თად ვთა­მა­შობ­დით ხოლ­მე. თა­ვის­ზე უმ­ცრო­სი ძმა ჰყავს, სა­ერ­თოდ ძა­ლი­ან კარ­გი ოჯა­ხია. სალი ისე­თი თბი­ლი გო­გოა, ძა­ლი­ან საყ­ვა­რე­ლი. ის­რა­ელ­ში რამ­დე­ნი­მე წლის წინ გა­და­ვი­და ოჯა­ხი სა­ცხოვ­რებ­ლად და დღეს უკვე მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი არი­ან. ძა­ლი­ან ვნერ­ვი­უ­ლობთ ეს დღე­ე­ბი სა­ლი­ზე, სულ ვე­ლო­დე­ბით რას და­წერს, რას მოგ­ვწერს. არ ვი­ცით რა იქ­ნე­ბა" წაიკითხეთ ვრცლად და ნახეთ ფოტოები

myquiz