"ვი­თა­რე­ბა არის მძი­მე და არაპ­როგ­ნო­ზი­რე­ბა­დი" - სა­ქარ­თვე­ლოს სა­ელ­ჩო ის­რა­ელ­ში მყოფებს აფრ­თხი­ლებს | Allnews.Ge

"ვი­თა­რე­ბა არის მძი­მე და არაპ­როგ­ნო­ზი­რე­ბა­დი" - სა­ქარ­თვე­ლოს სა­ელ­ჩო ის­რა­ელ­ში მყოფებს აფრ­თხი­ლებს

სა­ქარ­თვე­ლოს სა­ელ­ჩო ის­რა­ელ­ში მო­ქა­ლა­ქე­ებს აფრ­თხი­ლებს. სა­ელ­ჩოს ინ­ფორ­მა­ცი­ით, ვი­თა­რე­ბა არის მძი­მე და არაპ­როგ­ნო­ზი­რე­ბა­დი და მო­ქა­ლა­ქე­ებს მო­უ­წო­დებს, და­იც­ვან უსაფრ­თხო­ე­ბის ზო­მე­ბი.

“გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სიფრ­თხი­ლის­კენ მო­გი­წო­დებთ შემ­დეგ ქა­ლა­ქებ­ში მცხოვ­რებ მო­ქა­ლა­ქე­ებს: აშ­კე­ლო­ნი, რი­შონ ლე­ცი­ო­ნი, აშ­დო­დი, ხო­ლო­ნი, ბათ იამი, თელ ავი­ვი, ჰერ­ცე­ლია, რა­მათ განი, გი­ვა­ტა­ი­მი, ბნე­იბ­რა­კი (სრუ­ლად ქვეყ­ნის ცენ­ტრის) ბე­ერ­შე­ვა ნე­ტი­ვო­ტი, ნე­თა­ნია. გავ­რცე­ლე­ბუ­ლი მუ­ქა­რის თა­ნახ­მად, თავ­დას­ხმე­ბი ინ­ტენ­სი­უ­რად ამ ქა­ლა­ქებ­ზე გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა.

არ და­ტო­ვოთ სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ად­გი­ლი! შე­დით და­ცულ ოთახ­ში. თუ ასე­თი არ არ­სე­ბობს - კი­ბის შიდა უჯრედ­ში ან თავ­შე­სა­ფარ­ში. შე­ი­ნარ­ჩუ­ნეთ სიმ­შვი­დე.

ჩვენ­თვის ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ გაფრ­თხი­ლე­ბის და მო­წო­დე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, ჩვე­ნი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის ნა­წი­ლი მა­ინც არ იკა­ვებს თავს გარე პე­რი­მეტრზე გას­ვლის­გან! ვი­თა­რე­ბა არის სე­რი­ო­ზუ­ლად მძი­მე და არაპ­როგ­ნო­ზი­რე­ბა­დი‼ მო­გი­წო­დებთ, და­იც­ვათ უსაფრ­თხო­ე­ბის ზო­მე­ბი‼

შე­გახ­სე­ნებთ სა­ელ­ჩოს ცხე­ლი ხა­ზის ტე­ლე­ფო­ნის ნომ­რებს:

და­ვით ჩა­ჩა­ვა - 0526919092

მი­ხე­ილ ბაბ­ლუ­ა­ნი - 0528888513

ნინო ჩანტლა­ძე - 0548620270

ხა­ზის და­ზი­ა­ნე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, გა­მო­ი­ყე­ნეთ ვოთ­საფ ან ვა­ი­ბერ აპ­ლი­კა­ცი­ე­ბი. შე­გიძ­ლი­ათ მო­ი­წე­როთ სა­ელ­ჩოს ფე­ის­ბუქ მე­სენ­ჯერ­შიც.

მშვი­დო­ბას ვუ­სურ­ვებთ ის­რა­ე­ლის სა­ხელ­მწი­ფოს და მშვი­დო­ბი­ან ღა­მეს გი­სურ­ვებთ”, - ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

მოგვიანებით, საელჩომ კიდევ ერთი განცხადება გაავრცელა კონკრეტულად ქალაქ ლოდში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ, რადგან ქალაქში ვითარება განსაკუთრებით დაიძაბა:

"ლოდში და მის შემოგარენში გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა. ქალაქში შემოდიან საჯარისო დანაყოფები! შეინარჩუნეთ სიმშვიდე, თავი შეიკავეთ შორ მანძილზე გადაადგილებისგან. მოერიდეთ ფანჯრებთან მიახლოებას. დაემორჩილეთ სამართალდამცავების მითითებას. დაძაბულობის მატების შემთხვევაში შესაძლოა საგანგებო ძალები შევიდნენ სხვა შერეულ ქალაქებშიც" - ვკითხულობთ განცხადებაში.

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ ქალაქ ლოდში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, ვინაიდან, ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, არაბთა ჯგუფებმა ქალაქში სინაგოგებსა და მაღაზიებს ცეცხლი წაუკიდეს და ასევე ათობით ავტომობილი დაწვეს.

Times of Israel-ი წერს, 1966 წლის შემდეგ ეს პირველი შემთხვევაა, როცა ებრაულ-არაბულ ქალაქში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.

ცნო­ბის­თვის, ტე­რო­რის­ტულ­მა დაჯ­გუ­ფე­ბა „ჰა­მა­სმა“ თელ-ავი­ვის მი­მარ­თუ­ლე­ბით ასზე მეტი რა­კე­ტა გა­უშ­ვა, რასაც ისრაელის მხრიდან საპასუხო რეაქცია მოჰყვა. ისრაელის თავდაცვის ძალებმა „ჰამასის“ ორი ლიდერი მოკლეს მას შემდეგ, რაც შენობაზე, სადაც ისინი იმყოფებოდნენ, მიზანმიმართული ავიაიერიში განახორციელეს. ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ მოკლულები არიან „ჰამასის“ სამხედრო დაზვერვის უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსი ჰასან კაუგი და მისი მოადგილე ვაილ ისსა.

myquiz