მსოფლიოში ყველაზე პოპულარული თხები, რომლებსაც კრიპტოვალუტის სახელები ჰქვიათ - მარკ ცუკერბერგმა საზოგადოებას მაქსი და ბიტკოინი გააცნო | Allnews.Ge

მსოფლიოში ყველაზე პოპულარული თხები, რომლებსაც კრიპტოვალუტის სახელები ჰქვიათ - მარკ ცუკერბერგმა საზოგადოებას მაქსი და ბიტკოინი გააცნო

"ფე­ის­ბუ­ქის“ დამ­ფუძ­ნე­ბელ­მა, მარკ ცუ­კერ­ბერ­გმა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში თა­ვი­სი თხე­ბის ფოტო გა­მო­აქ­ვეყ­ნა, რო­გორც მარ­კმა აღ­ნიშ­ნა, თხებს მაქ­სი და ბიტ­კო­ი­ნი ჰქვია.

მაქ­სი და ბიტ­კო­ი­ნი დღეს მსოფ­ლი­ო­ში ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რუ­ლი თხე­ბი არი­ან. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ მაქ­სიც და ბიტ­კო­ი­ნიც კრიპ­ტო­ვა­ლუ­ტის სა­ხე­ლე­ბია.

ცუ­კერ­ბერგს კო­მენ­ტა­რებ­ში შე­ახ­სე­ნეს მისი ერთ-ერთი "ახი­რე­ბის“ შე­სა­ხებ, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც, ხორცს ისე არ ჭამს, თუ ცხო­ვე­ლი თა­ვად არ მოკ­ლა.

"ნუთუ სა­კუ­თა­რი ხე­ლე­ბით უპი­რებ და­ხოც­ვას?“ - ეკი­თხე­ბი­ან მი­ლი­არ­დერს.

185022471-10112954515478931-21025564597127800-n-1620746541.jpg

ცნო­ბის­თვის, მარ­კი ხორცს მხო­ლოდ იმ შემ­თხვე­ვა­ში ჭამს, თუ ცხო­ვე­ლი თა­ვად მოკ­ლა. 2017 წელს მან თქვა, რომ მი­ირ­თმევს მხო­ლოდ იმ ცხო­ვე­ლის ხორცს, რო­მე­ლიც თა­ვად მოკ­ლა და შემ­დეგ ხორ­ცი თვი­თონ­ვე და­ა­მუ­შა­ვა. 2011 წელს მან "ფე­ის­ბუქ­ზე“ პოს­ტიც კი და­წე­რა იმის შე­სა­ხებ, რომ ღორი და თხა მოკ­ლა.

myquiz