ბრძოლა ტრაქტორით, საუნით, თამბაქოს აკრძალვით და ა.შ. - კიდევ რა უცნაურ მეთოდებს იყენებენ მსოფლიო ქვეყნები კორონავირუსის წინააღმდეგ? | Allnews.Ge

ბრძოლა ტრაქტორით, საუნით, თამბაქოს აკრძალვით და ა.შ. - კიდევ რა უცნაურ მეთოდებს იყენებენ მსოფლიო ქვეყნები კორონავირუსის წინააღმდეგ?

რიგი ქვეყ­ნე­ბი, პა­ნა­მი­დან და­წყე­ბუ­ლი თურ­ქმე­ნე­თამ­დე, კო­რო­ნო­ვა­რი­სულ პან­დე­მი­ას საკ­მა­ოდ არატ­რა­დი­ცი­უ­ლი მე­თო­დე­ბით ებ­რძვი­ან და პირ­ბა­დეს­თან, ჯა­რი­მებ­თან და კო­მენ­დან­ტის სა­ათ­თან ერ­თად გარ­კვე­უ­ლი ახა­ლი, თა­ვი­სე­ბურ შე­ზღუდ­ვებ­საც მი­მარ­თა­ვენ.

ტა­ი­ლან­დსა და პა­ნა­მა­ში თამ­ბა­ქოს მო­წე­ვა აკ­რძა­ლეს, ქუ­ჩა­შიც კი, სუფ­თა ჰა­ერ­ზე. რო­გორც ამ­ბო­ბენ, სი­გა­რე­ტის კვამ­ლით ვირუ­სით და­ა­ვა­დე­ბის რის­კი მა­ტუ­ლობს.

არაბ­თა გა­ერ­თი­ა­ნე­ბულ სა­ა­მი­რო­ებ­ში უპი­ლო­ტო საფ­რე­ნი აპა­რა­ტე­ბით (დრო­ნე­ბით) ავ­ტო­მა­გის­ტრა­ლე­ბის დე­ზინ­ფექ­ცი­ას ახ­დე­ნენ, თუმ­ცა ბოლო მო­ნა­ცე­მე­ბით, შე­დე­გე­ბი მა­ინ­ცდა­მა­ინც და­მა­ი­მე­დე­ბე­ლი არ არის.

თურ­ქმე­ნე­თის ავ­ტო­რი­ტა­რულ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას არ სურს, რომ ქვე­ყა­ნა­ში კო­რო­ნა­ვირუ­სის არ­სე­ბო­ბა აღი­ა­როს და ამი­ტომ მო­სახ­ლე­ო­ბას პირ­ბა­დე­ე­ბის გა­კე­თე­ბას მხო­ლოდ იმი­ტომ ურ­ჩევს, რომ ჰა­ერ­ში მო­მა­ტე­ბუ­ლი მტვე­რია და თავს გა­უფრ­თხილ­დი­თო. ამ ცოტა ხნის წინ გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ ამ ქვე­ყა­ნა­ში სი­ტყვის "კო­რო­ნა­ვირუ­სი" გა­მო­ყე­ნე­ბა აიკ­რძა­ლა, თუმ­ცა მოგ­ვი­ა­ნე­ბით ეს ოფი­ცი­ა­ლურ­მა უწყე­ბებ­მა კა­ტე­გო­რი­უ­ლად უარ­ყვეს.

1498836573-berdimuhammadov-030815-39490-1620643691.jpg

ავ­ტო­რი­ტა­რუ­ლი თურ­ქმე­ნე­თის ლი­დე­რი, გა­ნათ­ლე­ბით სტო­მა­ტო­ლო­გი გურ­ბან­გუ­ლი ბერ­დი­მუ­ხა­მე­დო­ვი, მა­გა­ლი­თად, დარ­წმუ­ნე­ბუ­ლია, რომ ჰა­მა­ლას სა­ხელ­წო­დე­ბით ცნო­ბი­ლი ბა­ლა­ხის დაწ­ვა კო­რო­ნა­ვირუ­სის­გან დაც­ვის უძ­ვე­ლე­სი სა­შუ­ა­ლე­ბაა.

ბე­ლა­რუს­ში კო­რო­ნა­ვირუ­სის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო რჩე­ვებს არ იშუ­რებს ალექ­სან­დრ ლუ­კა­შენ­კო, რო­მე­ლიც, მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ამ ქვე­ყა­ნას ოც წე­ლი­წად­ზე მეტი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში ერ­თპი­როვ­ნუ­ლად მარ­თავს.

მა­გა­ლი­თად, ლუ­კა­შენ­კომ მო­სახ­ლე­ო­ბას ურ­ჩია, რომ ხში­რად და­ი­ბა­ნონ ხე­ლე­ბი, თა­ვის დრო­ზე მი­ი­ღონ საკ­ვე­ბი და იმუ­შა­ონ მინ­დორ­ში. "სა­სი­ა­მოვ­ნოა ტე­ლე­ვი­ზო­რით იმის ყუ­რე­ბა, თუ რო­გორ მუ­შა­ობს ხალ­ხი ტრაქ­ტორ­ზე. ტრაქ­ტო­რი ყვე­ლას გან­კურ­ნავს, მინ­დორ­ში მუ­შა­ო­ბა ყვე­ლას მო­არ­ჩენს“, - გა­ნა­ცხა­და მან.

lukashenko-54344-1620643741.jpg

ერთხელ კი, თა­ვის მი­ნის­ტრებს ბე­ლო­რუ­სის პრე­ზი­დენ­ტმა ურ­ჩია, რომ ოფ­ლის მო­სა­დე­ნად ია­რონ მშრალ სა­უ­ნა­ში, რად­გან, მისი აზ­რით, 60 გრა­დუს ცელ­სი­უს­ზე კო­რო­ნა­ვირუ­სი კვდე­ბა.

ტან­ზა­ნი­ის ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ ახა­ლი და­ა­ვა­დე­ბუ­ლე­ბის რე­გიტ­რი­რე­ბა ჯერ კი­დევ შარ­შან აპ­რილ­ში შე­წყვი­ტა. სხვა­თა შო­რის, პრე­ზი­დენ­ტმა ჯონ მა­გუ­ფულ­მა იმ­დენ­ჯერ გა­ნა­ცხა­და, რომ ღმერ­თის წყა­ლო­ბით ქვე­ყა­ნა­ში კო­რო­ნა­ვირუ­სი არ არი­სო, რომ ბო­ლოს "კო­ვიდ-19“-ს თვი­თონ ემსხვერ­პლა.

ასე­ვე მო­უ­ვი­და ტან­ზა­ნი­ის ახ­ლოს, ინ­დო­ე­თის ოკე­ა­ნე­ში მდე­ბა­რე ზან­ზი­ბა­რის ვიცე-პრე­ზი­დენტ სეიფ ჰა­მა­დი­საც.

ბო­ლი­ვი­ა­ში მო­სახ­ლე­ო­ბი­სათ­ვის გრა­ფი­კი და­ა­წე­სეს - ვის რო­დის შე­ეძ­ლო მა­ღა­ზი­ა­ში წას­ვლა, პას­პორ­ტი­სა და პი­რა­დო­ბის მოწ­მო­ბე­ბის ნომ­რე­ბის მი­ხედ­ვით. რად­გა­ნაც ამ მე­თოდ­მა შე­დე­გი არ გა­მო­ი­ღო, შე­ზღუდ­ვა ახ­ლა­ხან გა­უქ­მდა.

პა­ნა­მის ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ პან­დე­მი­ის და­სა­წყის­ში­ვე მი­ი­ღო ერთი შე­ხედ­ვით უბ­რა­ლო, მაგ­რამ მა­ინც გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა გენ­დერუ­ლი თვალ­საზ­რი­სით: ქა­ლე­ბი­სა და მა­მა­კა­ცე­ბი­სათ­ვის სახ­ლე­ბი­დან ქუ­ჩა­ში გას­ვლა სხვა­დას­ხვა დროს და­ა­წე­სა. ალ­ბათ, იმი­ტომ, რომ ორი სხვა­დას­ხვა სქე­სის ადა­მი­ა­ნებ­ში კონ­ტაქ­ტი არ მომ­ხდა­რი­ყო.

რად­გა­ნაც უზ­ბე­კეთ­ში პან­დე­მი­ის გამო ტუ­რის­ტე­ბის მი­ზიდ­ვა რთუ­ლი ხდე­ბა, ტაშ­კენ­ტმა ამ სა­კი­თხის გა­და­სა­წყვე­ტად უჩ­ვე­უ­ლო მე­თო­დით ისარ­გებ­ლა: ყო­ვე­ლი ტუ­რის­ტი, რო­მე­ლიც ქვე­ყა­ნა­ში ჩა­ვი­დო­და და "კო­ვიდ-19“-ით და­ა­ვად­დე­ბო­და, ხე­ლი­სუფ­ლე­ბა 3 ათას დო­ლარს გა­და­უხ­დი­და და მისი მკურ­ნა­ლო­ბა სა­ხელ­მწი­ფო ბი­უ­ჯე­ტის ხარ­ჯზე მოხ­დე­ბო­და. ანუ ამით უზ­ბე­კე­თის მთავ­რო­ბა გა­რან­ტი­ას იძ­ლე­ო­და, რომ ან­ტი­ვირუ­სუ­ლი სი­ტუ­ა­ცია ქვე­ყა­ნა­ში ნორ­მა­ლუ­რია. სამ­წუ­ხა­როდ, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მა­ს­მე­დი­ა­ში ფარ­თოდ იქნა რეკ­ლა­მი­რე­ბუ­ლი, ტუ­რის­ტთა მი­ზიდ­ვის ამ ხერ­ხმა არ გა­ა­მარ­თლა: გა­სუ­ლი წლის მო­ნა­ცე­მე­ბით, ტუ­რის­ტთა ნა­კა­დი უზ­ბე­კეთ­ში 77%-ით შემ­ცირ­და.

ambebi.ge

myquiz