"მორჩა...შუაღამისას მაფინების ჭამა დასრულდა“ - შიშველი უილ სმიტი უჩვეულო ფორმაში და გაკვირვებული გულშემატკივრები | Allnews.Ge

"მორჩა...შუაღამისას მაფინების ჭამა დასრულდა“ - შიშველი უილ სმიტი უჩვეულო ფორმაში და გაკვირვებული გულშემატკივრები

ჰო­ლი­ვუ­დის ვარ­სკვლა­ვი უილ სმი­ტი, რო­მე­ლიც ყო­ველ­თვის მა­გა­ლითს აძ­ლევ­და თა­ვის მი­ლი­ო­ნო­ბით ფანს, თუ რო­გორ უნდა ეცხოვ­რათ ჯან­სა­ღად, რო­გორ შე­ე­ნარ­ჩუ­ნე­ბი­ნათ ფორ­მა და რო­გო­რი ვარ­ჯი­შე­ბი გა­ე­კე­თე­ბი­ნათ სხე­უ­ლის იდე­ა­ლუ­რი ფორ­მის მი­სა­ღე­ბად, გულ­შე­მატ­კი­ვარ­მა უჩ­ვე­უ­ლო ფორ­მა­ში იხი­ლა.

პან­დე­მი­ის, კა­რან­ტი­ნის, სახ­ლში ყოფ­ნის პე­რი­ოდ­მა, და­ნარ­ჩე­ნე­ბის მსგავ­სად, რო­გორც ჩანს, უილ­ზეც იმოქ­მე­და და მან წო­ნა­ში საგ­რძნობ­ლად მო­ი­მა­ტა. მსა­ხი­ო­ბი ამას არც მა­ლავს.

uil1-36228-1620210074.jpg

უილი ყო­ვე­ლი­ვეს შუ­ა­ღა­მი­სას მა­ფი­ნე­ბის ჭა­მას აბ­რა­ლებს, თუმ­ცა ამ­ბობს, რომ გა­და­წყვი­ტა ძველ ფორ­მას და­უბ­რუნ­დეს.

“მე მიყ­ვარს ეს სხე­უ­ლი, მაგ­რამ მინ­და, რომ თავი უკეთ ვიგ­რძნო. მორ­ჩა...შუ­ა­ღა­მი­სას მა­ფი­ნებს აღარ შევ­ჭამ...ჩემი კე­თილ­დღე­ო­ბის­თვის და ჯან­მრთე­ლო­ბის­თვის...

ფა­ნე­ბი საყ­ვა­რე­ლი მსა­ხი­ო­ბის ამ ფორ­მა­ში ნახ­ვამ მარ­თა­ლია გა­აკ­ვირ­ვა, თუმ­ცა ისიც აღ­ნიშ­ნეს, რომ "როცა უილ სმი­ტი ხარ, ზედ­მე­ტი კი­ლოგ­რა­მე­ბიც კი შე­იძ­ლე­ბა მო­იხ­დი­ნო.“

ფო­ტო­ებს სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში უამ­რა­ვი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა. უი­ლის სუ­რა­თე­ბი ვირუ­სუ­ლად გავ­რცელ­და..

უი­ლის პოსტს არ­ნოლდ შვარცნე­გე­რიც გა­მო­ეხ­მა­უ­რა: "მე­გო­ბა­რო, შენ ჯერ კი­დევ უკე­თეს ფორ­მა­ში ხარ, ვიდ­რე ამე­რი­კე­ლე­ბის 90%" - წერს შვარცნე­გე­რი.

myquiz