იდუმალი გუმბათი-ჭა პორტუგალიაში, სადაც სავარაუდოდ, მასონად კურთხევის ცერემონიები იმართებოდა | Allnews.Ge

იდუმალი გუმბათი-ჭა პორტუგალიაში, სადაც სავარაუდოდ, მასონად კურთხევის ცერემონიები იმართებოდა

პორტუგალიის მუნიციპალიტეტ სინტრაში მდებარეობს საოცარი კომპლექსი, კინტა და რეგალეირას ციხე-სიმაგრე. ციხესმაგრემ სახელი უცნაური გუმბათით გაითქვა, რომელიც, არც მეტი, არც ნაკლები, მიწის სიღრმეში მიემართება. მიწისქვეშა გვირაბების იდუმალ, მისტიურ სისტემას, გალერეასა და ჭებს ყველა დროისა და ხალხების იდუმალ, მასონურ საზოგადოებას უკავშირებენ.

აღმოჩნდა, რომ სამყაროს ე.წ. ცენტრის პორტალი სწორედ ამ სიღრმეში შეიქმნა, რომლისკენაც მიემართებოდა ციხის მთავარი ამოცანა, 27 მ სიღრმის ამობრუნებული კოშკი, რომელსაც მიძღვნის ჭასაც უწოდებდნენ. გადმოცემის თანახმად, აქ ინიციაციის რიტუალები იმართებოდა.

portugaliaturistebi-1620205810.jpg

პორტუგალიის არცთუ დიდი ქალაქი სინტრა ოდითგანვე ითვლებოდა მეფეებისა და დედოფლების საყვარელ დასასვენებელ ადგილად, ასევე მასონების საიდუმლო თავშესაფარად.

პირველ შემთხვევაში ყველაფერი ჩვეულებრივი და ძალიან გასაგები იყო, აი, მასონების გამოჩენის შემდეგ კი, ეს ქალაქი მეგა პოპულარული გახდა. ყველაფერი 1892 წელს დაიწყო, როდესაც ანტონი ოგუსტუ კარვალიუ მონტეირუს - მილიონერ მეცენატსა და მასონს აზრად მოუვიდა ახლად შეძენილი კინტა და რაგალეირას ფერმის სასახლედ გადაქცევა. სასახლე ძალიან მალე აშენდა. შენობა ოთხ სტილს აერთიანებს - რომანულს, გოთიკურს, რენესანსსა და მანუელინოს.

4 ჰექტარ მიწაზე არანაკლებ შთამბეჭდავი ედემის ბაღია გადაჭიმული ულამაზესი ხეივნებით, ხელოვნური ტბებით, ჩანჩქერებით, არხებითა და ხიდებით. ბაღში ასევე არის არაორდინალური არქიტექტურული ობიექტები და სკულპტურები.

მძაფრი შეგრძნებების მოყვარულთ კი მიწისქვეშა კომპლექსი აინტერესებთ, სადაც უხვად არის საიდუმლო სიმბოლოები, ლაბირინთები. მიუხედავად იმისა, რომ აქ უხვად არის მრავალი რელიგიის და მასონური სიმბოლიკ,ა ყველაზე საინტერესო მაინც ამობრუნებული კოშკია, მიძღვნის ჭაა, რომელიც, როგორც უკვე აღვნიშნეთ, 27 მ სიღრმეზე ჩადის.

portugaliaturist-1620205833.jpg

არსებობს მოსაზრება, რომ სწორედ ამ ჭაში იმართებოდა მასონად კურთხევის ცერემონია. ამაზე მეტყველებს არა მარტო ობიექტის ფორმა, არამედ გამოცდაც, რომელსაც ყველა აბარებს, როდესაც მიუყვება სპირალისებურ გალერეას. ჭისკენ მიდის ორი გზა, ერთი კარიდან, რომელიც შენიღბულია, როგორც კლდე და მეორე გვირაბის სისტემით, სადაც ინტუიციურად უნდა მიაგნო სწორ მიმართულებას... წაიკითხეთ ვრცლად და ნახეთ ფოტოები

myquiz