ვინ მართავს მსოფლიო ჯანდაცვას - TOP–10 მილიარდერი Forbes რეიტინგის მიხედვით | Allnews.Ge

ვინ მართავს მსოფლიო ჯანდაცვას - TOP–10 მილიარდერი Forbes რეიტინგის მიხედვით

მსოფლიო მილიარდერების რეიტინგი Forbes-მა პირველად 1987 წელს გააკეთა. მას შემდეგ მსოფლიოში ყველაზე მდიდართა დაყოფა იმ სფეროების მიხედვით მოხდა, სადაც მათ მილიარდები გამოიმუშავეს. ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური და მნიშვნელოვანი სფერო ჯანდაცვაა, სადაც პირველ ათეულში ჩინეთის მოქალაქეები ლიდერობენ.

გთავაზობთ, ჯანდაცვის სექტორში ყველაზე მდიდარი ადამიანების რეიტინგს Forbes Real Time-ის მიხედვით:

ჯიანგ რენშენგი და ოჯახი - 30 მილიარდი დოლარი (ჩინეთი)

ჯიანგ რენშენგი ხელმძღვანელობს შენზენში დარეგისტრირებულ ბიოლოგიური პროდუქტების ვაქცინების კომპანია Chongqing ZFSW -ს, რომელიც ცნობილია როგორც Zhifei.

ცნობილი კომპანიის, Merck -ის დიდი ხნის პარტნიორმა, Zhifei- მ 2018 წელს, აშშ-ში ფარმაცევტული პროდუქციის გაყიდვის უფლება მოიპოვა. კომპანია ასევე აწარმოებს ტუბერკულოზისა და კოვიდ -19-ის საწინააღმდეგო საკუთარ ვაქცინებს.

ლი ქსიტინი - 26,1 მილიარდი დოლარი (სინგაპური)

ლი არის სამედიცინო მოწყობილობის მიმწოდებელი კომპანიის, Shenzhen Mindray Bio-Medical Electronics- ის დამფუძნებელი და თავმჯდომარე. კომპანია, რომელიც 1991 წელს დაარსდა, წინამორბედის მსგავსად შენჟენში მდებარეობს.

ასევე მილიარდერია, Shenzhen Mindray-ის თავმჯდომარე ქსუ ჰანი.

ლი ფლობს ბაკალავრის დიპლომს ჩინეთის მეცნიერებისა და ტექნოლოგიის უნივერსიტეტში.

კოვიდ -19 პანდემიის დროს, Mindray -მ მძიმედ დაზარალებულ რაიონებს, ვუჰანსა და ჩრდილოეთ იტალიას, საავადმყოფოებს 4,6 მილიონი დოლარის ღირებულების სამედიცინო აღჭურვილობა შესწირა.

ქსუ ჰანგი - 23,5 მილიარდი დოლარი (ჰონგ-კონგი)

ქსუ ჰანგი სამედიცინო აპარატების მიმწოდებელი Mindray Medical International- ის თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორია.

მილიარდერი ფლობს ბაკალავრის დიპლომს კომპიუტერული მეცნიერებისა და ტექნოლოგიის დარგში. მას ასევე აქვს მაგისტრის ხარისხი ბიოსამედიცინო ინჟინერიაში.

ჩენ ბანგი - 21,2 მილიარდი დოლარი (ჩინეთი)

ჩენ ბანგი ხელმძღვანელობს ჩინეთის უდიდესი თვალის კლინიკის ქსელს, Aier Eye Hospital Group- ს, რომელშიც 260 დაწესებულებისგან შედგება.

ჯგუფი ასევე ფლობს 80 სავაჭრო ობიექტს შეერთებულ შტატებში, ევროპასა და ჰონგ კონგში, მათ შორისაა Wang Vision Institute ნეშვილში. Aier Eye Hospital-ის შტაბ-ბინა მდებარეობს ჩინეთის ცენტრში, ხუნანის პროვინციაში.

ჟონგ ჰუიჯუანი - 18,1 მილიარდი დოლარი (ჩინეთი)

ჟონგ ჰუიჯუანი სათავეში უდგას ჩინურ ფარმაცევტულ კომპანიას Hansoh Pharmaceutical, რომელიც ონკოლოგიურ, ფსიქოაქტიურ, ანტიდიაბეტურ და სხვა მედიკამენტებს აწარმოებს.

ჟონგის მეუღლე, სუნ პიაოიანგიც ფარმაცევტული მილიარდერია და მართავს შანხაიში მდებარე Jiangsu Hengrui Medicine- ს.

ჟონგი თავის ქალიშვილ სუნ იუანთან ერთად ფლობს ფარმაცევტული კომპანია Hansoh-ის სამ მეოთხედს.

Hansoh ჰონგ კონგის საფონდო ბირჟაზე 2019 წლის ივნისში გამოჩდა.

განაგრძეთ კითხვა

myquiz