კორონავირუსის წინააღმდეგ მსოლფიოში ერთ მილიარდზე მეტი ვაქიცნა გამოიყენეს- სად როგორი ტემპით მიმდინაროებს ვაქცინაცია მსოფლიოში? | Allnews.Ge

კორონავირუსის წინააღმდეგ მსოლფიოში ერთ მილიარდზე მეტი ვაქიცნა გამოიყენეს- სად როგორი ტემპით მიმდინაროებს ვაქცინაცია მსოფლიოში?

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია მსოფლიოს 172 ქვეყანაში მიმდინარეობს და ამ დროისთვის გლობალურად ვაქცინების ერთ მილიარდზე მეტი დოზაა გამოყენებული, რაც პლანეტის მოსახლეობის 6.6%-ის ვაქცინაციისთვისაა საკმარისი, - შესაბამის მონაცემებს გამოცემა Bloomberg-ი ავრცელებს.

პლატფორმის მიხედვით, მსოფლიოში ვაქცინაცია ყოველდღიურად, საშუალოდ, 18.3 მილიონ ადამიანს უტარდება.

აშშ-ში ვაქცინის 225 მილიონი დოზა გამოიყენეს, ჩინეთში- 216 მილიონი, ინდოეთში -140 მილიონი, ევროკავშირში კი 126 მილიონზე მეტი ვაქცინა გაკეთდა.

Bloomberg-ის ინფორმაციით, ისრაელში ვაქცინაცია ყველაზე სწრაფი ტემპით მიმდინარეობს, სადაც მოსახლეობის 55.3% ვაქცინის ორივე დოზით აიცრა. მას ჩილე მოჰყვება, სადაც ვაქცინის ორივე დოზა მოქალაქეთა 32.3%-მა მიიღო. მე-3 ადგილს აშშ იკავებს 28%-ით.