ჩრდილოეთ კორეის მემკვიდრეობითი დიქტატურა - ქვეყნის "დიდი ბელადების" კომპლექსები და სისუსტეები | Allnews.Ge

ჩრდილოეთ კორეის მემკვიდრეობითი დიქტატურა - ქვეყნის "დიდი ბელადების" კომპლექსები და სისუსტეები

"ქვეყანას პატარა ისტორიით და მნიშვნელოვანი გეოგრაფიული მდებარეობით, შეუძლია გახდეს ლიდერი მსოფლიოში", - ჩრდილოეთ კორეის უახლესი ისტორიის "დიდი ბელადის", კიმ ირ სენის მიერ, 1948 წელს ნათქვამი ეს სიტყვები დღემდე ქვეყნის მთავარი დევიზია. თავის მხრივ, კიმ ირ სენი ჩრდილოეთ კორეის, როგორც სახელმწიფოს დამფუძნებელი და მმართველი, დღემდე რჩება ერთ-ერთ მთავარ "ფიგურად" ქვეყანაში.

ცნობისთვის: კიმ ირ სენი 1912 წელს დაიბადა. კორეული მარქსიზმის - ჩუჩხეს ჩამომყალიბებელი, კორეული კომუნისტური სახელმწიფოს დამფუძნებელი ქვეყანას 1948 წლიდან - 1994 წლამდე მართავდა. გარდაცვალების შემდეგ კიმ ირ სენი გამოცხადებულია კორეის მუდმივ პრეზიდენტად. კორეელები თვლიან რომ "დიდი ბელადი" ახლაც ლიდერია და მართავს, ამჯერად საიქიოს.

დიდი ბელადის გარდაცვალების შემდეგ, მემკვიდრეობით რესპუბლიკის მართველი კიმ ირ სენის ვაჟი კიმ ჩენ ირი გახდა. იგი სიცოცხლეშივე აღიარეს, როგორც "ერის მამა", "გენერალსიმუსი" და "ძვირფასი ლიდერი". მამისგან განსხვავებით, კიმ ჩენ ირი საგვარეულო დინასტიის გამდიდრებით იყო დაინტერესებული. ჯერ კიდევ 2010 წელს "ფორბსმა" მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანთა სიის ოცეულში შეიყვანა.

2011 წელს, 69 წლის ასაკში, რესპუბლიკის ლიდერი ფიზიკური და ფსიქიკური გადატვირთვის შედეგად გარდაიცვალა. ოფიციალურად ოჯახმა გაავრცელა "ერის მამის" სიკვდილის "რეალური" მიზეზი და განაცხადეს, რომ გენერალი გულის შეტევით გარდაიცვალა. დასავლური მედია კი ბელადის გარდაცვალების სხვა მიზეზებზე წერდა. არაოფიციალური ინფორმაციით, "ძვირფასი ლიდერს" სიცოცხლის უკანასკნელ წლებში "სპილოს ავადმყოფობა" (სამედიცინო ენაზე: სპილოვნობა, ელეფანტიაზი. დაავადების კლინიკური გამოვლინება: კიდურების დაზიანება, სიმსუქნე, მოძრაობის დროს ძვლების ტკივილი) აწუხებდა. სწორედ ეს დაავადება გახდა მისი ფსიქიკური აშლილობის მიზეზი. 2011 წელს კიმ ჩენ ირის, ყველაზე მასშტაბური სამგლოვიარო ცერემონიალით დაემშვიდობნენ. მისი სიკვდილის მასობრივი გლოვის ამსახველმა კადრებმა მართლაც გააოცა მსოფლიო. ის სწორედ ისე დაიტირეს, როგორც ჭეშმარიტ დიქტატორს და ტირანს შეეფერებოდა, თუმცა კიმ ირ სენისგან (მამა) განსხვავებით მისთვის "საიქიოს მმართველის" წოდება არ მიუნიჭებიათ.

კიმ ჩენ ირის დესპოტური რეჟიმის მემკვიდრე მისი ვაჟი კიმ ჩენ ინი გახდა. თანამდებობა ოფიციალურად 2011 წლის 17 დეკემბერს დაიკავა. (თანამდებობა: კორეის შრომის პარტიის თავმჯდომარე და კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის მეთაური)

საინტერესო ფაქტები კიმ ჩენ ირის შესახებ

კიმ ჩენ ინი დაიბადა 8 იანვარს, ხოლო მისი დაბადების წელი დღემდე გასაიდუმლოებულია. უცნობია მისი დაბადების ადგილიც. რესპუბლიკის ოფიციალური ინფორმაციით, ბელადი 1982 წელს დაიბადა და ახლა იგი 34 წლისაა. სხვა წყაროების ცნობით, კიმ ჩენ ინი 1983 ან 1984 წელსაა დაბადებული. არსებობს ვერსია, რომ კიმ ჩენ ინის დაბადების თარიღი ხელოვნურად შეიცვალა, რათა მისი 30 წლის იუბილე დამთხვეოდა - მამის, კიმ ჩენ ირის 70 წლის იუბილეს და ბაბუის, კიმ ირ სენის 100 წლისთავს.

გაგრძელება