ლატარეაში გამარჯვებულები, რომლებმაც მოგებული მილიონები უსარგებლოდ გაფლანგეს
დაუჯერებელი სტატისტიკა გვაჩვენნებს, რომ მსოფლიოს მასშტაბით, ლატარიაში გამარჯვებულების 70% -მა მილიონები ისე გაფლანგა, რომ ბოლოს ღარიბებად, ნაწილი კი საერთოდ უსახლკაროდ დარჩა.
მათი რიცხვი საკმაოდ ბევრია. გთავაზობთ 10 ყველაზე გამორჩეულ შემთხვევას, ლატარიის ისტორიაში.
ენდრიუ ჯექსონ უიტაკერი, მოგება: 113 მილიონი დოლარი
2002 წელს, მშენებლობაზე მომუშავე ენდრიუ ჯექსონ უიტაკერმა Powerball- ის სახელმწიფო ლატარიაში 314.9 მილიონი დოლარი მოიგო. თუმცა ეს თანხა ნაწილ -ნაწილ უნდა გადასცემოდა, რაც დროში გაიწელებოდა. ამის გამო მან აირჩია ერთჯერადად 113 მილიონი დოლარის აღება.
სიხარული დიდხანს არ გაგრძელდა. ვირჯინიის მკვიდრმა ძალიან ბევრი წარუმატებელი ინვესტიცია განახორციელა. ბოლოს კი მთლიანად გაქურდეს. 2007 წელს უიტაკერი მილიონების მოგებამდე მდგომარეობას დაუბრუდა და ზედმეტი ერთი ცენტიც კი არ დარჩა. ისტორიას იგი ნომერ პირველ, ყველაზე წარუმატებელ გამარჯვებულად დაამახსოვრდა.
ბილ ბობ ჰარელი, მოგება: 31 მილიონი დოლარი
Home Depot- ის თანამშრომელმა ბილი ბობ ჰარელ უმცროსმა, 1997 წელს, მას შემდეგ, რაც ტეხასის ლოტოს ჯეკპოტი, 31 მილიონი დოლარი მოიგო, ტექნიკის მაღაზიაში სამსახური დატოვა.
ჰარელმა თავისი მილიონები ქველმოქმედებას შესწირა, იყიდა სახლები ოჯახის წევრებისთვის და ადგილობრივ ეკლესიას დიდი რაოდენობის თანხა შესწირა. თანხის მოგებიდან 20 თვის შემდეგ, ჰარელი გაკოტრდა. სწორედ ამ წარუმატებლობამ უბიძგა მას თვითმკვლელობისკენ. გავრცელებული ინფორმაციით, ჰარელმა გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე თავის ფინანსურ მრჩეველს უთხრა: "ლატარიის მოგება ყველაზე ცუდი რამ არის, რაც ოდესმე დამმართნია.“
დევიდ ლი ედვარდსი, მოგება: 27 მილიონი დოლარი
კენტუკის მკვიდრმა დევიდ ლი ედვარდსმა 2002 წელს Powerball-ში ჯეკპოტის ნაწილი, 27 მილიონი დოლარი მოიგო. მალევე მან უზარმაზარი სასახლე შეიძინა. დააგროვა ავტომობილების კოლექცია და მიეძალა ნარკოტიკებსაც. თუმცა, ამ ყველაფერმა მხოლოდ ხუთ წელიწადს გასტანა. ცოტა ხანში მეუღლე გაშორდა და ქონების დიდი ნაწილიც მას გადაეცა.
ლატარიის იღბლიანი გამარჯვებული 2013 წელს 58 წლის ასაკში, უსახლკარო იყო და მარტოობაში გარდაიცვალა.
ჯანიტ ლი, მოგება: 18 მილიონი დოლარი
სამხრეთ კორეელმა ჯანიტ ლიმ 1993 წელს მისურის სახელმწიფო ლატარიაში 18 მილიონი დოლარი მოიგო.
პარიკების ყოფილი მწარმოებლის ზედმეტად მდიდრული ამერიკული ოცნება მალე კოშმარად იქცა. ლიმ მილიონობით დოლარი შესწირა ქველმოქმედებას, დააფინანსა დემოკრატიული პარტია და ყველაფერი კრედიტით იყიდა. 2001 წლისთვის ქველმოქმედი გაკოტრდა, რადგან მოვალეებს 2,5 მილიონი დოლარი გადაუხადა.
კიტ გოფი, მოგება: 17.3 მილიონი დოლარი
კიტ გოფმა 2005 წელს ბრიტანეთის ეროვნულ ლატარიაში 17,3 მილიონი დოლარი მოიგო. მან ფული ფუფუნების საგნებზე, ოჯახის წევრების განებივრებაზე და ძვირად ღირებულ ნივთებზე დახარჯა. ცოტა ხანში მისი ხარჯები უკონტროლო გახდა, ცოლიც გაშორდა და კიტი ალკოჰოლს მიეძალა.
გაკოტრებისა და დიდი ვალის გამო, კიტი 2010 წლის მარტში გულის შეტევით გარდაიცვალა.