ლეილას საქმრო პაემნისთვის ნებართვას ილჰამ ალიევისგან იღებდა - აზერბაიჯანის პრეზიდენტის ქალიშვილის პირადი ცხოვრება | Allnews.Ge

ლეილას საქმრო პაემნისთვის ნებართვას ილჰამ ალიევისგან იღებდა - აზერბაიჯანის პრეზიდენტის ქალიშვილის პირადი ცხოვრება

აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის ქალიშვილი, ლეილა ალიევა მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრში არაერთხელ მოექცა. ქვეყნის პირველი პირი სხვადასხვა ღონისძიებაზე ქალიშვილთან ერთად ხშირად ჩნდება. ლეილა საზოგადოებრივ საქმიანობაშია ჩართული და აზერბაიჯანის კულტურისა და ტრადიციების პოპულარიზაციას მსოფლიოს მასშტაბით აქტიურად ეწევა.

ფოტოგალერეა

ბავშვობა და სტუდენტობა ლეილა ალიევა 1984 წლის 3 ივლისს, მოსკოვში დაიბადა. მას ჰყავს და არზუ, რომელიც კინოპროდიუსერია და ძმა ჰეიდარი - აზერბაიჯანის დიპლომატიური აკადემიის სტუდენტი.

მიუხედავად იმისა, რომ მოსკოვში დაიბადა სასკოლო განათლება მან ბაქოს გიმნაზიურ სკოლაში მიიღო. ეს სკოლა თავის დროზე ბევრმა ცნობილმა ადამიანმა დაამთავრა, მათ შორის აზერბაიჯანელმა მწერლებმა, მსახიობებმა და საზოგადო მოღვაწეებმა. 2000 წელს გოგონამ ევროპის ბიზნეს სკოლაში ჩააბარა, მოგვიანებით კი მაგისტრატურა მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობათა სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიარა.

საქმიანობა 2006 წელს გოგონა მოსკოვში გადავიდა საცხოვრებლად, სადაც საზოგადოებრივ საქმიანობაში ჩაება.    2007 წელს ლეილა "ჰეიდარ ალიევის ფონდის" წარმომადგენელი გახდა რუსეთის ფედერაციაში. ფონდი ლეილას დედამ, აზერბაიჯანის პირველმა ლედიმ მეჰრიბან ალიევამ მამამთილის საპატივცემულოდ დააფუძნა და მისი მიზანია ახალგაზრდებისთვის ეროვნული ღირებულებების გადაცემა და მათი აქტიურობა ამ საქმიანობაში.

2007 წლის 19 დეკემბერს რუსეთის დედაქალაქში ჟურნალ "ბაქოს“ პირველი ნომერი გამოვიდა, რომლის მთავარი რედაქტორი ლეილა გახლდათ. ჟურნალი რუსულ ენაზე გამოდის და სტატიები ეძღვნება აზერბაიჯანის ისტორიას, ხელოვნებას, კულტურას, ტრადიციებსა და თანამედროვე ცხოვრებას. 2011 წელს ლონდონში გაიმართა ჟურნალ "ბაქოს“ ინგლისურენოვანი გამოცემის პრეზენტაცია. ლეილა მშობლებთან ერთად ფოტო: ლეილა მშობლებთან ერთად fb   2008 წლიდან ლეილა, როგორც მთავარი კოორდინატორი, მონაწილეობას იღებს ისლამური სახელმწიფოების ახალგაზრდულ ფორუმში.

ლეილა ალიევას ეკუთვნის ინიციატივა, რომლის თანახმადაც მან რუსეთში ჩამოაყალიბა აზერბაიჯანელი ახალგაზრდების ორგანიზაცია, რომლის მთავარი მიზანია რუსეთში მცხოვრები ახალგაზრდა აზერბაიჯანელების გაერთიანება და თავიანთი ტრადიციების პროპაგანდა.

2011 წელს ლეილა ალიევა "ჰეიდარ ალიევის ფონდის" ვიცე-პრეზიდენტი გახდა. ამავე წელს, აზერბაიჯანის დიასპორის განვითარებაში, ნაყოფიერი საქმიანობასთვის ილჰამ ალიევის ბრძანებით ლეილას მედალი გადასცეს.

2015 წლის შემოდგომაზე რუსეთთან თანამშრომლობის გაღრმავების, ეკონომიკური კავშირების განვითარებისა და საზღვარგარეთ რუსული ენის პოპულარიზებისთვის ვლადიმირ პუტინმა ლეილა ალიევა პუშკინის სახელობის მედლით დააჯილდოვა.