იზოლაციაში მყოფი ჰარი უილიამს ტელეფონით ესაუბრა - როგორ ცდილობს ქეით მიდლტონი ერთმანეთზე განაწყენებული ძმების შერიგებას | Allnews.Ge

იზოლაციაში მყოფი ჰარი უილიამს ტელეფონით ესაუბრა - როგორ ცდილობს ქეით მიდლტონი ერთმანეთზე განაწყენებული ძმების შერიგებას

პრინცი ჰარი, რომელიც ბაბუის დაკრძალვაზე დასასწრებად აშშ-დან დიდ ბრიტანეთში დაბრუნდა, ამ დროისთვის კოვიდ რეგულაციების შესაბამისად, იზოლაციაშია და მას ჯერჯერობით ოჯახის წევრები არ უნახავს.

"დეილი მეილის“ ცნობით, ჰარი თავისი ოჯახის წევრებს პრინც ფილიპის დაკრძალვამდე ვერ შეხვდება და ისინი ერთმანეთს დაკრძალვის ცერემონიაზე ნახავენ. გამოცემის ინფორმაციით, ერთმანეთზე განაწყენებულ ძმებს შორის ერთგვარი მედიატორის როლს უილიამის მეუღლე, ქეით მიდლტონი ასრულებს.

მედიისთვის ცნობილი გახდა, რომ ქეითის ძალისხმევის შედეგად, უილიამმა და ჰარიმ ტელეფონით ისაუბრეს. მათ პირობა დადეს, რომ არსებულ უთანხმოებას დროებით დაივიწყებენ და ბაბუის ხსოვნას ერთად მიაგებენ პატივს. ამასთან, შეეცდებიან აღადგინონ დაძაბული ურთიერთობა.

მართალია, ბრიტანეთიდან წასვლის შემდეგ პრინც ჰარის ოჯახის წევრებთან უთანხმოება აქვს, მაგრამ სანამ ამერიკაში წავიდოდა, ის ძმასთან და ძმის ცოლთან განსაკუთრებული ურთიერთობით გამოირჩეოდა. ქეით მიდლტონზე კი ამბობდა, რომ მისი "უფროსი და იყო, რომელიც არასდროს ჰყოლია.“

შეგახსენებთ, რომ ოპრა უინფრისთან ინტერვიუს დროს ჰარიმ თქვა, რომ მას მამა და ძმა არ ელაპარაკებოდნენ. "ჩემი ძმა სამეფო სისტემის მსხვერპლია“, - აღნიშნა ჰარიმ. გარდა ამისა, მან და მეგანმა სამეფო ოჯახი რასიზმში დაადანაშაულეს.

რაც შეეხება გარდაცვლილ პრინც ფილიპს, მას შაბათს, 17 აპრილს დაკრძალავენ. დაკრძალვის ცერემონიაზე კი მსოფლიო კვლავ იხილავს გაერთიანებულ ძმებს - ჰარისა და უილიამს.