წართმეული გვირგვინი და სილამაზის დედოფალი საავადმყოფოში - "მის შრი-ლანკას" კონკურსის სკანდალმა მსოფლიო მედიის ყურადღება მიიპყრო | Allnews.Ge

წართმეული გვირგვინი და სილამაზის დედოფალი საავადმყოფოში - "მის შრი-ლანკას" კონკურსის სკანდალმა მსოფლიო მედიის ყურადღება მიიპყრო

შრი-ლანკაში სილამაზის კონკურსი სკანდალურად დასრულდა. სცენაზე მომხდარი ინციდენტის შედეგად, გამარჯვებულმა თავის არეში დაზიანებები მიიღო.

როგორც BBC წერს, გასულ კვირას გამართულ ცერემონიაზე, მოდელმა პუშპიკა დე სილვამ "მის შრი-ლანკას" ტიტული მოიპოვა და როდესაც შესაბამისი გვირგვინი თავზე დაადგეს, სცენაზე 2019 წლის გამარჯვებული, ქეროლაინ ჯური ავიდა, დე სილვას გვირგვინი წაართვა და სხვა გოგონას გადასცა. ამასთან, განაცხადა, რომ მას არ შეეძლო ეს ტიტული მიეღო, რადგანაც განქორწინებული იყო.

 

სკანდალის შემდეგ, დე სილვას გვირგვინი ორგანიზატორებმა დაუბრუნეს, რადგანაც როგორც აცხადებენ, გაარკვიეს, რომ ის განქორწინებული არ ყოფილა.

მომხდარის შემდეგ, დე სილვას ექიმის დახმარება დასჭირდა. მან კლინიკიდან "ფეისბუქში“ პოსტი გამოაქვეყნა. დაწერა, რომ მიიღებს იურიდიულ ზომებს და პასუხს მოსთხოვს ყველას "უსაფუძვლო და შეურაცხმყოფელი განცხადების გამო.“