გრეტა თუნბერგს უინჩესტერის უნივერსიტეტის ეზოში ძეგლი დაუდგეს, რასაც სტუდენტების პროტესტი მოჰყვა | Allnews.Ge

გრეტა თუნბერგს უინჩესტერის უნივერსიტეტის ეზოში ძეგლი დაუდგეს, რასაც სტუდენტების პროტესტი მოჰყვა

შვედ ეკოაქტივისტს, გრეტა თუნბერგს გაერთიანებულ სამეფოში, უინჩესტერის უნივერსიტეტის ეზოში ძეგლი დაუდგეს.

აღსანიშნავია, რომ უნივერსიტეტის ეზოში თუნბერგის ძეგლის დადგმას სტუდენტების უკმაყოფილება მოჰყვა.

მათი უმრავლესობა აცხადებს, რომ ეკოაქტივისტის საწინააღმდეგო არაფერი აქვთ, თუმცა პანდემიით გამოწვეული კრიზისის ფონზე უკეთესი იქნებოდა, მონუმენტში გადახდილი თანხა სხვა საჭიროებებს მოხმარებოდა.

გრეტა თუნბერგმა 3 წლის წინ კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ საპროტესტო აქციები მარტომ დაიწყო. მალე მას ათასობით თანამოაზრე შეუერთდა. თუნბერგი და მისი მომხრეები მიიჩნევენ, რომ  კლიმატის ცვლილების შესაჩერებლად ლიდერბმა უფრო მეტი უნდა გააკეთონ.