"ბაბუაჩემი, ალბათ, დამხვრეტდა" - როგორი ცხოვრება აქვთ ნაცისტების შთამომავლებს | Allnews.Ge

"ბაბუაჩემი, ალბათ, დამხვრეტდა" - როგორი ცხოვრება აქვთ ნაცისტების შთამომავლებს

ისტორიიდან ყველამ ვიცით მეორე მსოფლიო ომის დროს თუ რა დანაშაული მიუძღვოდათ ნაცისტებს კაცობრიობის წინაშე. სტატიაში გაეცნობით მათი შთამომავლების ცხოვრებას.

ბეტინა გერინგი

mshoblebi

ბეტინა გერინგი გერმანიაში ადოლფ ჰიტლერის შემდეგ მეორე ადამიანი იყო. იგი ცნობილია, როგორც საიდუმლო პოლიციის - გესტაპოს დამაარსებელი. ბეტინა მისი შვილთაშვილია. ახლა ცხოვრობს სანტა-ფეში და ბალახებით მკურნალობს.

დოკუმენტურ ფილმში "ჰიტლერის შვილები" ბეტინამ ინტერვიუში განაცხადა: "30 წლის ასაკში გადავიკეტე მილები, რადგან მეშინოდა კიდევ ერთი მონსტრის დაბადება. მე ძალიან ვგავარ გერმან გერინგს: თვალის ჭრილით, სახის ოვალით..."

ჯენიფერ ტიიგე

mshoblebi

მონიკა გერტვიკს, ამონ გეტის შვილს, ნიგერიელი შეუყვარდა და 1970 წელს დაიბადა ჯენიფერი. მართალია, გოგონა გააშვილეს, მაგრამ მას ჰქონდა კავშირი გეტის ოჯახის წევრებთან დედის გარდა, რომლის შესახებაც პირველად 20 წლის ასაკში გაიგო. მანამდე ნათესავები უბრალოდ "იმ გეტას" მოგვარეები ეგონა.

ჰამბურგის ბიბლიოთეკაში გოგონა შემთხვევით წააწყდა წიგნს, რომელიც მისი წინაპრის ბიოგრაფია აღმოჩნდა. "ისეთი შეგრძნება დამეუფლა, თითქოს მიწა გამომეცალა ფეხებიდან. ქმარს დავურეკე და ვთხოვე მოსულიყო, რადგან საჭესთან ვერ დავჯდებოდი", - იხსენებს ჯენიფერი. ჯენიფერი დაეპრესიაში ჩავარდა. მდგომარეობიდან გამოიყვანა წიგნმა, რომელიც მან თვითონ დაწერა. წიგნის სათაური ასეთია: "ბაბუაჩემი, ალბათ დამხვრეტდა".

ალესანდრა მუსოლინი

mshoblebi

სხვა ნაცისტების შთამომავლებისგან განსხვავებით, რომლებიც თავისი წარმომავლობის გამო დანაშაულს გრძნობენ, იტალიელი პოლიტიკოსი ალესანდრა მუსოლინი ამაყობს ბაბუით. ალესანდრას გაუჩნდა სამი შვილი. მან ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ბავშვებისთვის ბაბუის გვარი მიეცა. ალესანდრა ამჟამად ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიის ხელმძღვანელია.

mshoblebi

კატრინ ჰიმლერი

mshoblebi

ერნესტ ჰიმლერი, ჰენრიხ ჰიმლერის უმცროსი ძმა, კატრინის ბაბუა იყო. "ძალიან რთულია, როდესაც ასეთი წინაპარი გყავს. მას ყოველთვის კარგი დამოკიდებულება ჰქონდა მამასთან, მაგრამ როგორც კი დაინტერესდებოდა ოჯახის წარსულით, მამა უბრალოდ ვერ აგრძელებდა საუბარს. ვხვდებოდი, როგორი რთული ცხოვრება განვლო მან. ჩემთვის შოკისმომგვრელი იყო როდესაც გავიგე, რომ ჩემი საყვარელი ბაბუა ნაცისტი იყო" წაიკითხეთ ვრცლად

myquiz