Novavax, Moderna, AstraZeneca - ფარმაცევტული კომპანიები, რომლებმაც COVID-19 ვაქცინით მილიარდები გამოიმუშავეს | Allnews.Ge

Novavax, Moderna, AstraZeneca - ფარმაცევტული კომპანიები, რომლებმაც COVID-19 ვაქცინით მილიარდები გამოიმუშავეს

COVID-19 ეფექტური ვაქცინების წარმოება და გავრცელება პანდემიის დასრულების ერთადერთი გამოსავალია. ახლა ვაქცინის რაც შეიძლება მეტი დოზის მისაღებად, ქვეყებს შორის ნამდვილი ომია გაჩაღებული. დიდი მოთხოვნის გამო, ვაქცინის წარმოება სარგებლის მოტანასთან ერთად, სარფიან ბიზნესად იქცა.

მსოფლიო ვაქცინების ბაზარი 2021 წელს სავარაუდოდ 35 მილიარდ დოლარს მიაღწევს, ხოლო 2022 წლისთვის 42 მილიარდ დოლარამდე გაიზრდება. სად მიდის ეს ფული? რა თქმა უნდა დიდი ნაწილი COVID-19 ვაქცინების მწარმოებლებთან. მათ უკვე მილიარდები გამოიმუშავეს.

BPN გთავაზობთ მწარმოებელი კომპანიების შესახებ მოკლე ფინანსურ მიმოხილვას.

 

Novavax: 418.7 მილიონი დოზა მსოფლიოს მასშტაბით

ამერიკული ბიოტექნიკური კომპანია Novavax- ს ბოლო 33 წლის განმავლობაში ბაზარზე ახალი ვაქცინა არ წარუდგენია, მაგრამ კომპანიამ ახლახანს გამოაქვეყნა მონაცემები, რომლებიც ადასტურებს, რომ მის მიერ წარმოებული COVID-19 ვაქცინა კორონავირუსისგან გარდაცვალებისგან 100% დაცვას უზრუნველყოფს. შედეგებმა ასევე აჩვენა ეფექტურობის მაღალი დონე იმ შტამების წინააღმდეგ, რომლებიც მუტირებულია.

აშშ-ში, მერილენდში დაფუძნებულ ნოვავაქსს, აშშ-ის მთავრობის პროგრამის "ოპერაცია Warp Speed" პროგრამის მეშვეობით 1,6 მილიარდი დოლარის დაფინანსება აქვს მიღებული.

ნოვავაქსმა კანადის მთავრობასთან თებერვალში გააფორმა ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც, თუკი პრეპარატი მარეგულირებელი ორგანოს მიერ ოფიციალურად დამტკიცდება, კანადას 52 მილიონ დოზას გადასცემს, რისი ფასიც დაახლოებით ორ ათეულ მილიონ დოლარზე მეტი იქნება.

Novavax– ის კვლევის ხელმძღვანელი გრეგორი გლენი ამბობს, რომ კომპანიას შეუძლია თვეში 150 მილიონამდე დოზის წარმოება.

GlaxoSmithKline and Sanofi: 732 მილიონი დოზა

Sanofi და GlaxoSmithKline მსოფლიო ფარმაცევტულ ბაზარზე ორი ყველაზე ცნობილი სახელია, მაგრამ კომპანიას არასრულყოფილი ცდების და დატესტვის ჩატარების გამო გარკვეული ხარვეზების გამოსწორება მოუხდა. შეცდომის აღმოჩენამდე ორ მეგა კომპანიას იმედი ჰქონდა, რომ 2020 წელს 100 მილიონი დოზის რეალიზებას შეძლებდა, ხოლო 2021 წელს ერთ მილიარდ დოზას. თუმცა, ეს ვერ შეძლეს.

სანამ დატესტვა დასრულდება, რამდენიმე დიდი ქვეყნის მთავრობამ კომპანიისგან ვაქცინები წინასწარ შეიძინა. 29 ივლისს, დიდმა ბრიტანეთმა დადო გარიგება და 60 მილიონი დოზის ვაქცინის მოწოდებისთვის 650 მილიონი დოლარი გადაუხადა. 31 ივლისს აშშ-ს მთავრობამ შეიძინა ვაქცინის 100 მილიონი დოზა, მოგვიანებით დამატებით 500 მილიონი და 2,1 მილიარდი დოლარი გადაუხადა. 60 მილიონი დოზა შეიძინა კანადის მთავრობამაც.

Moderna Therapeutics: 1 მილიარდ დოზაზე მეტი მსოფლიოს მასშტაბით, 2021 წელს

ორ დოზიანი Moderna-ს ვაქცინა, რომელიც უნდა ინახებოდეს -20 ° C ტემპერატურაზე, აშშ-ში გამოსაყენებლად 19 დეკემბერს დამტკიცდა, იმ დროისთვის ქვეყანამ უკვე შეუკვეთა 200 მილიონი დოზა. მას შემდეგ აშშ-მ დამატებით 100 მილიონი დოზა შეუკვეთა.

გარიგების მიხედვით, ვაქცინის შემუშავება სუბსიდირებულია აშშ-ს მთავრობის მიერ, ამის გამო თითოეულ დოზაში ამერიკა 15 დოლარს იხდის, ხოლო ევროკავშირი, რომელმაც პრეპარატი 6 იანვარს დაამტკიცა, იხდის 18 დოლარს. ამ დროისთვის ევროკავშირმა 310 მილიონი დოზა მიიღო, გარიგების მიხედვით კი 2022 წელს დამატებით 150 მილიონი დოზის შეკვეთის უფლება ექნება.

ევროკავშირს სწრაფად მიბაძეს დიდი ბრიტანეთის მარეგულირებელმა ორგანოებმა და პრეპარატი 8 იანვარს დაამტკიცეს. ქვეყანამ შეუკვეთა 17 მილიონი დოზა. ვაქცინის დანერგვა აპრილში დაიწყება. სინგაპური აზიის პირველი ქვეყანა იყო, რომელმაც თებერვალში Moderna -ს ვაქცინა დაამტკიცა, მათ ფილიპინები 22 მარტს შეუერთდნენ და შვიდი მილიონი დოზა შეუკვეთეს.

იანვარში, მოდერნამ განაცხადა, რომ 2021 წელს 600 მილიონი დოზის წარმოებას გეგმავს. ეს არის მის საწყის საბაზისო შეფასებაზე 100 მილიონით მეტი. Moderna იმედოვნებს, რომ წელს წარმოების პოტენციალი ერთ მილიარდ დოზამდე გაიზრდება, რადგან ინფრასტრუქტურაში დიდი ინვესტიციები ჩადეს. ეს უკანასკნელი კი სამუშაო ძალას გააძლიერებს.

Moderna- ს განცხადებით, 2021 წელს გაყიდვები 18.4 მილიარდ დოლარს მიაღწევს. Barclays- ის ერთ - ერთმა ანალიტიკოსმა კი 19,6 მილიარდი ივარაუდა. 2022 წელს კომპანია ელოდება 12,2 მილიარდს, 2023 წლისთვის კი 11,4 მილიარდ დოლარს. მათი გათვლებით ეს ყველაფერი დაანგარიშებულია დამატებითი ვაქცინაციის ხარჯზე, რომელიც სავარაუდოდ, მომდევნო წლებშიც საჭირო იქება.

ამერიკული კომპანიის ვაქცინების უმეტესობა მზადდება „მოდერნას“ მტავარ ობიექტში - კემბრიჯში, მაგრამ მას ასევე აქვს ხელშეკრულებები ბიოტექნიკურ კომპანია Lonza- სთან, რომელსაც აქვს ფარმაცევტული საწარმოები აშშ-სა და შვეიცარიაში. Recipharm-თან საფრანგეთში და სხვა კომპანიებთანაც.

განაგრძეთ კითხვა