ვინ დასახელდა მსოფლიოში ყველაზე სექსუალურ მელოტ მამაკაცად? | Allnews.Ge

ვინ დასახელდა მსოფლიოში ყველაზე სექსუალურ მელოტ მამაკაცად?

ბრიტანულმა გამოცემამ, The Sun გამოაქვეყნა კვლევა, რომლის თანახმადაც მსოფლიოში ყველაზე სექსუალური მელოტი კაცი პრინცი უილიამია. კემბრიჯის ჰერცოგმა უკან ჩამოიტოვა ისეთი ვარსკვლავები, როგორებიც არიან დუეინ ჯონსონი, ჯეისონ სტეტჰემი და სპორტის ლეგენდა, მაიკლ ჯორდანი.

აღსანიშნავია, რომ კვლევა ეყრდნობა ინტერნეტსივრცეში არსებულ მონაცემებს. მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ 38 წლის პრინცი, რომელიც სრულად მელოტი არ გახლავთ, სხვადასხვა ბლოგებში 17,6 მილიონჯერ არის მოხსენიებული, როგორც სექსუალური.

სწორედ ეს გახდა საფუძველი იმისა, რომ მსოფლიოს ყველაზე სექსუალური მელოტის ტიტული უილიამს მიენიჭა

სექსუალური მელოტების ტოპ ათეულში შედიან მაიკ ტაისონი, პიტბული, მაიკლ ჯორდანი, ბრუს უილისი, ვინ დიზელი და ჯონ ტრავოლტა.

პრინცის ასეთ აღიარებას სოციალურ ქსელებში სახალისო კომენტარები მოჰყვა, ზოგმა ყოველივე უილიამისა და ჰარის დაპირისპირებას დაუკავშირა და დაწერეს, რომ ახლა ბრიტანული მედია ცდილობს უილიამის უპირატესობა წარმოაჩინოს, რომ ყოველივე პიარ კამპანიის ნაწილია.

უცნობია, თუ რა ფიქრობს თავად პრინცი ამ საკითხზე და მიაჩნია თუ არა საკუთარი თავი მსოფლიოს ყველაზე სექსუალურ მელოტად.