ვინ არიან მსოფლიოს ახალი კრიპტო მილიარდერები - ბიტკოინის ფასი დღითიდღე იზრდება | Allnews.Ge

ვინ არიან მსოფლიოს ახალი კრიპტო მილიარდერები - ბიტკოინის ფასი დღითიდღე იზრდება

მსოფლიოში ყველაზე ძვირად ღირებული კრიპტოვალუტის -  ბიტკოინის ღირებულება დღითიდღე იზრდება და ბოლო მონაცემებით 51 ათას დოლარს გადააჭარბა.

ბიტკოინის ფასის ზრდამ კი ციფრული ვალუტის რამდენიმე ძველი ინვესტორი კრიპტო მილიარდერებად უკვე აქცია. როგორც Forbes-ი წერს, მათ შორის არიან ძმები უინკლევსები, სტარტაპის, Bloq-ის თანადამფუძნებელი მეთიუ როზაკი და ა.შ. გარდა ბიტკოინისა, ფასმა სხვა კრიპტოვალუტაზეც მოიმატა, შესაბამისად, ყველა ციფრული ვალუტის მსხვილი ინვესტორი თუ მფლობელი დღეს საკმაოდ სოლიდური ქონების მფლობელები არიან.

როგორც Forbes-ი წერს, "კრიპტო რევოლუციის ნამდვილმა მხარდამჭერებმა“, ტაილერ და კამერონ უინკლევსებმა 2013 წელს 11 მილიონი დოლარის ბიტკოინი შეიძინეს. მაშინ თითო ბიტკოინის ფასი 120 დოლარი იყო. სავარაუდოდ, თოთოეული დღეს 1,4 მილიარდ დოლარზე მეტ კრიპტოვალუტას ფლობს. უინკლევსებს წარმატების მიღწევაში ნაწილობრივ მარკ ცუკერბერგი დაეხმარა. 2008 წელს მათ “ფეისბუქის“ დამფუძნებელი იდეის მოპარვაში დაადანაშაულეს, რის გამოც, შეთანხმების საფუძველზე ცუკერბერგმა იღბლიან ძმებს 65 მილიონი დოლარი გადაუხადა. აღიშნული ფინანსების ბიტკოინებში ინვესტიცია განხორციელდა.

2021 წელს კიდევ ერთი კრიპტოვალუტის მილიარდერი ბლოკჩეინ სტარტაპის, Bloq-ის თანადამფუძნებელი მეთიუ როზაკი გახდა. ერთი წლის წინ, მისი ციფრული აქტივები 300 მილიონი დოლარი იყო, ახლა კი კრიპტო ღირებულებამ 1,2 მილიარდ დოლარს მიაღწია.

ბიტკოინის ფასის ზრდის წყალობით მნიშვნელოვნად გამდიდრდა “Draper Fisher Jurvetson“– ის დამფუძნებელი ტიმ დრეიპერი. 2014 წელს მან შეიძინა 29,656 ბიტკოინი, რომლის ღირებულება ახლა დაახლოებით 1,1 მილიარდი დოლარია.

“დოლარი წარსულის ვალუტაა. ბიტკოინი მომავლის ვალუტა. ახლა ჩვენ ვხედავთ გლობალურ ანთროპოლოგიურ გადასვლას დოლარიდან ბიტკოინზე ”, - განუცხადა დრაპერმა გამოცემას.

Forbes- მა ასევე დაასახელა წარმატებული ბიზნესმენები და ინვესტორები, რომლებიც კრიპტო მილიარდერები არ გახდნენ, თუმცა მილიონები ნამდვილად გამოიმუშავეს.

“MicroStrategy"-ს აღმასრულებელი დირექტორი მაიკლ სეილორი 600 მილიონ დოლარ ციფრულ აქტივს ფლობს, “Galaxy Investment Partners“– ის დამფუძნებელმა მაიკ ნოვოგრაცმა 478 მილიონი აშშ დოლარის კრიპტოვალუტა გამოიმუშავა. ხოლო, “Ethereum“ ბლოკჩეინის პლატფორმის შემქმნელი ვიტალიკ ბუტერინი 330,000 კრიპტოვალუტას ფლობს.

არ შეცვლილა კრიპტოვალუტის “ლეგენდის“ კრის ლარსენის პოზიცია. Ripple-ის მთავარი აღმასრულებელი დირექტორი დღეს 7,5-8 მილიარდ დოლარზე მეტ ელექტრონულ ვალუტას ფლობს.

კრიპტო ფინანსების სფეროში ყველაზე გავლენიანი ადამიანები არიან:

Ripple- ის თანადამფუძნებელი კრის ლარსენი. კრიპტოვალუტის ქონება: 7,5-8 მილიარდი დოლარი.

Ethereum თანადამფუძნებელი, Consensys დამფუძნებელი ჯოზეფ ლუბინი. კრიპტოვალუტის ქონება: 1-5 მილიარდი დოლარი

კრიპტო გაცვლის Binance დამფუძნებელი ჩანგპენგ ჟაო. კრიპტოვალუტის ქონება: 1-2 მილიარდი დოლარი.

Winklevoss Capitall– ის დამფუძნებლები, ტაილერი და კამერონ უინკლევოსები: 1,4 მილიარდი დოლარზე მეტი.

Coinbase Exchange- ის თანადამფუძნებელი ბრაიან არმსტრონგი. კრიპტოვალუტის ქონება: 1 მილიარდი დოლარი.

Ethereum– ის თანადამფუძნებელი, JAXX– ის და Decentral– ის დამფუძნებელი ენტონი დი ორიო. ქონება: 750 მილიონი დოლარიდან 1 მილიარდ დოლარამდე.

BitFury– ის აღმასრულებელი დირექტორი ვალერი ვავილოვი: კრიპტოვალუტის ქონება: 500-700 მილიონი დოლარი

Ethereum-ის დამფუძნებელი ვიტალი ბუტერინი. კრიპტოვალუტის ქონება: 330,000 მილიონი დოლარი.

Ripple-ს აღმასრულებელი დირექტორი ბრედ გარლინგჰაუსი. 400-500 მილიონი დოლარი.

Ethereum– ის თანადამფუძნებელი, IOHK– ის დამფუძნებელი ჩარლზ ოსკინსონი- 500-600 მილიონი დოლარი.

წყარო: BPN.GE