ტეხასელები ამტკიცებენ, რომ ბილ გეითსმა ხალხს ყალბი თოვლი მოუვლინა - სოციალური ქსელები შეთქმულების ახალმა თეორიამ მოიცვა | Allnews.Ge

ტეხასელები ამტკიცებენ, რომ ბილ გეითსმა ხალხს ყალბი თოვლი მოუვლინა - სოციალური ქსელები შეთქმულების ახალმა თეორიამ მოიცვა

Microsoft-ის დამფუძნებელ ბილ გეითსთან დაკავშირებით ალბათ, არაერთი შეთქმულების თეორია მოგისმენიათ. ვაქცინების, ჩიპებისა, თუ მეორედ მოსვლის შესახებ არსებულ თეორიებს კიდევ ერთი ახალი თეორია შეემატა - ტეხასელებს სჯერათ, რომ დიდთოვლობა და ძლიერი ყინვა სწორედ რომ ბილ გეითსთანაა დაკავშირებული.

ადგილობრივების მტკიცებით, დიდთოვლობა და ყინვა ტეხასში, რომელმაც ადამიანების სიცოცხლე იმსხვერპლა, არაფერ კავშირშია კლიმატის ცვლილებასთან და რომ ყველაფერი ბილ გეითსს უკავშირდება.

სოციალური ქსელები მოიცვა ინფორმაციამ იმის შესახებ, რომ ბილ მილიარდერმა "ყალბი თოვლი მოიყვანა.“ ეს თეორია განსაკუთრებით აქტუალურია Tik tok-ზე, სადაც ზოგიერთმა მომხმარებელმა გამოაქვეყნა ვიდეო, რომელზეც ჩანს, რომ თოვლის გუნდისთვის ცეცხლის მოკიდებას ცდილობენ.

   

“სინამდვილეში ყოველივე მილიარდერის მიერ მოფიქრებული სისულელეა, მაგრამ ჯერ არ ვიცით ეს რაში სჭირდება...“ - წერენ სოციალურ ქსელში. ზოგიერთი ამტკიცებს, რომ თოვლის შემადგენლობაში მეტალია და ამიტომაც, ის არ დნება.

თოვლის გუნდის დადნობის მცდელობა თმის საშრობის საშუალებით:

"მადლობა ბილ გეითსს, რომ თოვლი გვაჩვენა, მაგრამ ეს ნამდვილი თოვლი არ არის. ნახეთ არ დნება, მყარი ხდება, თითქოს იწვის, შავდება და ეს რომ ნამდვილი თოვლი იყოს, დაიწვებოდა?“ - წერს კიდევ ერთი მოქალაქე სოციალურ ქსელში.

საქმე იქამდე მივიდა, რომ მედიას ფაქტების გადამოწმება მოუწია. როგორც სააგენტო Reuters-ი წერს, სოციალურ ქსელებში ინფორმაციები იმის შესახებ, რომ თოვლს ბილ გეითსი, ან ხელისუფლება აკონტროლებს და რომ ის ნამდვილი არ არის, მცდარი ინფორმაციაა და ეს მეცნიერულადაა დასაბუთებული. სააგენტო წერს, რომ ის, რასაც ვიდეოებზე ვხედავთ, არის ალისა და თოვლის მოლეკულური ურთიერთქმედების შედეგი და ეს ჩვეულებრივი ქიმიური მოვლენაა. ნებისმიერ ადგილას თოვლის დადნობას სანთებელის ალის საშუალებით თუ მოინდომებთ, იგივე შედეგს მიიღებთ და ეს არ ნიშნავს, რომ თოვლი იწვის.