ტეხასში გამყინვარებაა: მილიონობით ადამიანი უშუქოდ დარჩა, ხალხი გაზის რიგში დგას - უჩვეულო ფოტოები აშშ-დან | Allnews.Ge

ტეხასში გამყინვარებაა: მილიონობით ადამიანი უშუქოდ დარჩა, ხალხი გაზის რიგში დგას - უჩვეულო ფოტოები აშშ-დან

აშშ-ში, ტეხასის შტატში, უკვე რამდენიმე დღეა ძლიერი ყინვაა. ტემპერატურა -18 გრადუსამდე დაეცა, რასაც თან ერთვის ქარიშხალი. შექმნილმა პირობებმა მოქალაქეებს სერიოზული პრობლემები შეუქმნა, დაზიანებულია ელექტროგადამცემი ხაზები და მილიონობით ადამიანი ელექტროენერგიისა და გათბობის გარეშეა დარჩენილი.

შტატის მაცხოვრებლები სოციალურ ქსელებში ავრცელებენ ფოტოებს, რომლებიც 90-იანი წლების საქართველოს მოგაგონებთ - კადრებში ჩანს, როგორ დგანან გაზის რიგში ადამიანები, სახლები კი შიგნიდანაც გაყინულია.

განსაკუთრებული რეზონანსი მოჰყვა ფოტოს, რომელზეც ჩანს ჭაღი ყინულის ლოლუებით.

ბოლო მონაცემებით, ძლიერი ყინვის გამო, ტეხასის შტატში 24 ადამიანი გარდაიცვალა.

აღსანიშნავია, რომ ყინვამ დააზიანა წყლის მილებიც და CNN-ის ცნობით მილიონობით ადამიანს წყალი არ მიეწოდება და ამასთან, არსებობს მისი დაბინძურების საშიშროებაც.

"

სოციალურ ქსელში გავრცელებული ფოტოები ზოგიერთს ლტოლვილთა ბანაკებს ახსენებს და დაჯერება უჭირთ, რომ ეს ნამდვილად აშშ-ში ხდება, თუმცა ყოველივე რეალობაა.