"ეს ჩვენი ქვეყნის ისტორიაში კუდიანებზე უდიდესი ნადირობის კიდევ ერთი ეტაპი იყო"- აშშ-ის სენატმა იმპიჩმეტის საქმეზე დონალდ ტრამპი უდანაშაულოდ ცნო | Allnews.Ge

"ეს ჩვენი ქვეყნის ისტორიაში კუდიანებზე უდიდესი ნადირობის კიდევ ერთი ეტაპი იყო"- აშშ-ის სენატმა იმპიჩმეტის საქმეზე დონალდ ტრამპი უდანაშაულოდ ცნო

აშშ-ის სენატის ორმა მესამედმა აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის იმპიჩმენტს მხარი არ დაუჭირა. იმპიჩმენტის გამოცხადებას მხარი 57-მა სენატორმა დაუჭირა, 43 კი წინააღმდეგ წავიდა.

აღსანიშნავია, რომ ტრამპი დამნაშავედ შვიდმა „რესპუბლიკელმა“ ცნო, იმპიჩმენტისათვის კი სულ მცირე 17 „რესპუბლიკელი“ სენატორის მხარდაჭერა იყო საჭირო.  

6 იანვარს დონალდ ტრამპის ხმარდამჭერები კაპიტოლიუმის შენობაში შეიჭრნენ, სადაც საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს ამტკიცებდნენ. 11 იანვარს აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ ტრამპის იმპიჩმენტის რეზოლუციის ტექსტი გამოაქვეყნა, რომლის თანახმად, დონალდ ტრამპს ბრალი ამბოხის წაქეზებაში ედებოდა. დონალდ ტრამპი აშშ-ის ისტორიაში პირველი პრეზიდენტი გახდა, რომელსაც იმპიჩმენტი ორჯერ გამოუცხადეს.

აშშ-ის 45-ე პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მადლობას უხდის ადვოკატებს, სენატორებსა და კონგრესმენებს, რომლებმაც მის იმპიჩმენტს მხარი არ დაუჭირეს.

„ეს ჩვენი ქვეყნის ისტორიაში კუდიანებზე უდიდესი ნადირობის კიდევ ერთი ეტაპი იყო. არც ერთ პრეზიდენტს არ გამოუვლია მსგავსი რამე და ეს ნადირობა კვლავ გრძელდება, რადგან ჩვენი მოწინააღმდეგეები ვერ ივიწყებენ იმას, რომ თითქმის 75 მილიონმა ადამიანმა სულ რამდენიმე თვის წინ მხარი დამიჭირა. მე ველოდები ჩვენი საოცარი მოგზაურობის გაგრძელებას, რათა მივაღწიოთ ამერიკის სიდიადეს ყველა მოქალაქისთვის. ერთად შეუძლებელია არაფერია“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.