რამდენ ადამიანს ჩაუტარდა ვაქცინაცია მსოფლიოში?- იხილეთ Bloomberg-ის ბოლო მონაცემები | Allnews.Ge

რამდენ ადამიანს ჩაუტარდა ვაქცინაცია მსოფლიოში?- იხილეთ Bloomberg-ის ბოლო მონაცემები

გამოცემა Bloomberg-ის ბოლო მონაცემების მიხედვით, ამ დროისთვის მსოფლიოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 134.6 მილიონზე მეტ ადამიანს ჩაუტარდა.

მათ შორის, აშშ-ში 43.1 მილიონზე მეტი ადამიანი აიცრა, რაც მოსახლეობის 13.1%-ს შეადგენს. აშშ-ს ჩინეთი მოჰყვება 31.2 მილიონზე მეტი ვაქცინირებული პაციენტით, რაც მოსახლეობის 2.23%-ს შეადგენს. ევროკავშირში კი, საერთო ჯამში ვაქცინაცია 17 მილიონ ადამიანს ჩაუტარდა.

გამოცემის მიხედვით, მსოფლიოში ვაქცინაცია ყოველდღიურად საშუალოდ 3-3.5 მილიონ ადამიანს უტარდება.

ყველაზე სწრაფი ტემპით მოსახლეობის ვაქცინაცია ისრაელში მიმდინარეობს, სადაც უკვე 5.6 მილიონი ადამიანი აიცრა, რაც მთლიანი მოსახლეობის 62%-ს შეადგენს. ისრაელის გარდა, ვაქცინაცია სწრაფი ტემპით არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და გაერთიანებულ სამეფოში მიმდინარეობს, სადაც შესაბამისად, მოსახლეობის 41% და 19.1%-ს ვაქცინაცია უკვე ჩაუტარდა.