ჩინეთში კორონავირუსის გამოსავლენად ანალური ტესტის გაკეთება დაიწყეს | Allnews.Ge

ჩინეთში კორონავირუსის გამოსავლენად ანალური ტესტის გაკეთება დაიწყეს

კორონავირუსის გამოსავლენად, როგორც წესი, ბიოლოგიურ მასალას ცხვირ-ხახიდან იღებენ და ნაზალურ ტესტს აკეთებენ, რაც ბევრისთვის ძალიან არაკომფორტული პროცედურაა.

როგორც აღმოჩნდა, ჩინეთში დიდი ხანია კორონავირუსის გამოსავლენ ახალ მეთოდსაც მიმართავენ და ბევრ ქალაქში ნაზალური ანალიზი ანალურით ჩაანაცვლეს.

ანალური ტესტის დროს სპეციალური ტამპონით იღებენ მასალას და იკვლევენ ვირუსის გამოსავლენად.

როგორც ადგილობრივი მედიკოსები აცხადებენ, ასეთი ტესტირება არის უფრო ზუსტი და თითქმის არ არსებობს არასწორი დიაგნოზის დასმის ალბათობა. გარდა ამისა, ანალიზის ეს მეთოდი უფრო სწრაფია და უმტკივნეულო.

ჩინეთში ამ დრომდე ცხვირ-ხახიდან ანალიზის აღება უფრო პოპულარულია, თუმცა ახალი მეთოდიც თანდათან მკვიდრდება.