ქაოსი, კრიტიკა და უჩვეულო ჩვევები - ტრამპის ოთხწლიანი მმართველობის ყველაზე ხმაურიანი ეპიზოდები | Allnews.Ge

ქაოსი, კრიტიკა და უჩვეულო ჩვევები - ტრამპის ოთხწლიანი მმართველობის ყველაზე ხმაურიანი ეპიზოდები

20 იანვარს დონალდ ტრამპის ვადა აშშ-ის პრეზიდენტის თანამდებობაზე ოფიციალურად დასრულდება, დასრულდება მისი მმართველობის 4-წლიანი პერიოდი, რომელიც როგორც დასავლურ მედიაში წერენ, ისეთივე ფეთქებადი აღმოჩნდა, როგორსაც ტრამპის მოწინააღმდეგეები თავიდანვე მოელოდნენ.

"დონალდ ტრამპის პრეზიდენტობა თეთრ სახლს დაამახსოვრდება ქაოსით და წინააღმდეგობრივი გადაწყვეტილებებით, რომლებსაც პრეზიდენტი იღებდა და რომელიც საზოგადოების კრიტიკის მიზეზი ხდებოდა" - წერს "გარდიანი".

მისი პრეზიდენტობა სავსე იყო უჩვეულო, დასამახსოვრებელი, დრამატული და კომიკური ეპიზოდებით, ამბებით, რომლებიც სოციალურ ქსელებში ვირუსულად ვრცელდებოდა, ზოგჯერ ღიმილს, ზოგჯერ გაღიზიანებას, კრიტიკას და აღშფოთებას იწვევდა.

 

ხვალ ამერიკას უკვე ოფიციალურად ეყოლება ახალი არჩეული პრეზიდენტი და თანამდებობას ჯო ბაიდენი ჩაიბარებს, მანამდე კი თვალი გადავავლოთ დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის ყველაზე ხმაურიან ეპიზოდებს:

  • 2017 წლის 11 იანვარი, არჩეული პრეზიდენტის დონალდ ტრამპის პრესკონფერენცია

2017 წელს, ინაუგურაციამდე რამდენიმე დღით ადრე, დონალდ ტრამპმა პრესკონფერენცია გამართა, სადაც განაცხადა, რომ თავის ბიზნესზე სრულად კონტროლის უფლება ოფიციალურად მიანიჭა ვაჟებს ერიკს და დონალდ უმცროსს, რათა პრეზიდენტობის პერიოდში ინტერესთა კონფლიქტი თავიდან აერიდებინა. ტრამპის ამ განცხადებას სწრაფად მოჰყვა უკურეაქცია - გაირკვა, რომ დოკუმენტები, რომლებიც ტრამპმა ბიზნესის შვილებისთვის გადაცემის დასტურად საზოგადოებას წარუდგინა, რეალურად ცარიელი ფურცლები იყო. პრეზიდენტი დაადანაშაულეს ყალბი ცნობების გამოყენებით საზოგადოების აზრზე ზემოქმედების მცდელობაში.

  • 2017 წლის 20 იანვარი, ვაშინგტონი, კაპიტოლიუმის გარე პერიმეტრი დონალდ ტრამპპის ინაუგურაციის დროს

დონალდის პრეზიდენტობის ვადა ოფიციალურად 2017 წლის 20 იანვარს დაიწყო. მისი ინაუგურაცია სწორედ ამ დღეს შედგა. მედიის ყურადღება მიიპყრო კაპიტოლიუმში შეკრებილი ადამიანების სიმცირემ და ეს ფოტო ვირუსულად გავრცელდა.

  • ქარი და დონალდ ტრამპის ვარცხნილობა

ეს ფოტოები ტრამპის პრეზიდენტობის ერთგვარ სიმბოლოდაც კი იქცა. აშშ-ის პრეზიდენტი ხშირად გამოხატავდა თავის დამოკიდებუებას ვარცხნილობის მიმართ და ამბობდა, რომ მისი თმა უნდა იყოს სრულყოფილი. გასულ წელს გაირკვა, რომ თმის მოვლაში პრეზიდენტის მიერ გაწეულმა ხარჯმა 70 000 დოლარს გადააჭარბა. მოცემულ ფოტოებზე ასევე შესამჩნევია ტრამპის მკვეთრი მაკიაჟი.

  • დონალდ ტრამპი, ვიეტნამის პრემიერ მინისტრი ნიუან შუან ფოკი და ფილიპინების პრეზიდენტი როდრიგო დუტერტე

ტრამპი ცნობილი გახლდათ ხელის ჩამორთმევის უჩვეულო მანერით, რის გმოც მსოფლიოს ქვეყნების ლიდერებთან არაერთი უხერხული მომენტი შექმნია. ეს კი სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ლიდერებთან ერთგვარი ტრადიციული ხელის ჩამორთმევაა.

დონალდ ტრამპის ხელის ჩამორთმევის უჩვეულო მანერა, ასევე ის, თუ როგორ ძლიერად უჭერდა ხელს ხელზე ადამიანს, ხშირად ხდებოდა მედიის განხილვის საგანი და მისი ეს თვისება სხეულის ენის ექსპერტებმაც კი შეისწავლეს, რომლებიც ამბობენ, რომ დონალდ ტრამპი ამით ცდილობდა დანარჩენებისთვის თავისი უპირატესობა და დომინაცია ეჩვენებინა.

  • 2017 წლის 27 ნოემბერი - პირველი ლედის, მელანია ტრამპის პირველი საშობაო დეკორაციები თეთრ სახლში

ეს ფოტო სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელდა. ამ მკვეთრ სითეთრეს სოციალურ ქსელში "ბირთვული ზამთრის საოცრება“ უწოდეს.

  • 2018 წლის 24 აპრილი - ხელიხელჩაკიდებული დონალდ ტრამპი და საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი თეთრ სახლში

დონალდ ტრამპის სხეულის ენასთან დაკავშირებულმა სპეკულაციებმა ამ ფოტოს გავრცელების შემდეგ კიდევ ერთხელ მიიპყრო მედიის ყურადღება. ამ შეხვედრის შემდეგ, ორ ლიდერს შორის ურთიერთობა მნიშვნელოვნად შეიცვალა და უფრო მეგობრული გახდა.

  • მელანია ტრამპის სკანდალური სამოსი

"მე მართლა არ ვღელავ, შენ?“ - წერია მელანიას მწვანე ქურთუკზე. წარწერა ყურადღებას არ მიიპყრობდა რომ არა ერთი გარემოება - 2018 წელს ის მელანიას ამერიკა მექსიკის საზღვართან, მიგრანტ ბავშვებთან ვიზიტისას ეცვა. პირველი ლედის კრიტიკა კი სოციალურ ქსელებს ქარიშხალივით მოედო.

  • 2018 წელი - თეთრი სახლის ოვალური კაბინეტი და რეპერი ქანიე უესტი

რეპერმა ქანიე უესთმა თეთრ სახლში მაშინ დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. ქანიეს ახურავს ქუდი, რომელზეც აწერია "აქციე ამერიკა ისევ დიდებულად“, ამ სურათზე კი აღბეჭდილია, როგორ აჩვენებს რეპერი პრეზიდენტს საკუთარ ტელეფონში ფოტოს.

  • 2019 წლის 28 თებერვალი - დონალდ ტრამპი და კიმ ჩენ ინი

დონალდ ტრამპი და ჩრდილოეთ კორეის ლიდერი, კიმ ჩენ ინი ერთმანეთს ვიეტნამში შეხვდნენ. აშშ-ის პრეზიდენტმა დიქტატორს "შესანიშნავი ლიდერი" უწოდა და კიმ ჩენ ინთან ურთიერთობა ასე შეაფასა "ძალიან განსაკუთრებული.“

  • 2020 წლის 23 აპრილი - დონალდ ტრამპის ადმინისტრაციაში სჯერათ, რომ კორონავირუსს ულტრაიისფერი სხივები დაამარცხებს

ეს ის პერიოდია, როდესაც უკვე აშშ-ში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა მკვეთრ ზრდას იწყებს. დონალდ ტრამპი და კორნავირუსთან ბრძოლის თეთრი სახლის კოორდინატორი პრესკონფერენციაზე საუბრობენ იმის შესახებ, რომ ვირუსს ულტრაიისფერი სხივები ამარცხებს.

  • 2020 წლის პირველი ივნისი - ტრამპი ბიბლიით ხელში

მას შემდეგ, რაც ჯორჯ ფლოიდის მკვლელობის გამო შეერთებული შტატები რასობრივი სამართლიანობის მოთხოვნით აქციებმა მოიცვა, დონალდ ტრამპი გავიდა ბიბლიით ხელში თეთრი სახლიდან, დადგა St John-ის ტაძრის წინ, ბიბლია მაღლა ასწია და მდუმარედ იდგა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ ტრამპმა უსაფრთხოების მიზნით, თავი ე.წ. ბუნკერს შეაფარა.

  • 2020 წლის 18 ოქტომბერი - დონალდ ტრამპის ცეკვა საარჩევნო კამპანიის დროს

ტრამპი ნევადაში მოსახლეობას საპრეზიდენტო კამპანიის ფარგლებში შეხვდა, მოულოდნელად სცენაზე მან ცეკვა დაიწყო. პრეზიდენტი პანდემიის დროს მოქალაქეების შეკრების გამო კიდევ ერთხელ გააკრიტიკეს.

  • დონალდ ტრამპი და 7 წლის გოგონა

საზოგადოებას ტრამპის მხრიდან ბევრი უჩვეულო და სახალისო მომენტი ახსოვს. მაგალითად, 2018 წელს, ახალი წლის დადგომისას პრეზიდენტისა და ბავშვების ტრადიციული გასაუბრების დროს, მან 7 წლის გოგონას ჰკითხა - "შენ ჯერ კიდევ გჯერა სანტა კლაუსის“

  • დონალდ ტრამპი და გრენლანდია

რაოდენ უჩვეულოდაც უნდა მოგეჩვენოთ, ტრამპს სურდა გრენლანდიის შეძენა. პრეზიდენტმა გასულ წელს თქვა, რომ მას აწუხებდა გრენლანდიის ყიდვის იდეა, სადაც კოშკს ააშენებდა. აღნიშნულის შემდეგ გრენლანდიის ხელმძღვანელობამ განცხადებაც კი გამოაქვეყნა და განმარტა, რომ კუნძული არის დანიის ნახევრად ავტონომიური ტერიტორია და რომ ის არ იყიდება.აღნიშნულის შემდეგ, ტრამპი კიდევ ერთხელ იქცა მიმების შექმნის შთაგონების წყაროდ. ესეც ერთ-ერთი მათგანი:

  • დონალდ ტრამპი და მზის დაბნელება

კიდევ ერთი ეპიზოდი დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის პერიოდიდან, რომელმაც საზოგადოება გახალისა. 2017 წლის აგვისტოში მოსალოდნელ მზის დაბნელებამდე რამდენიმე დღით ადრე, ოფთალმოლოგებმა მიმართეს ამერიკელებს ყველა შესაძლო საინფორმაციო საშუალების გამოყენებით და ურჩიეს, რომ არ დაკვირვებოდნენ ამ მოვლენას დამცავი სათვალის გარეშე. ამ გაფრთხილებებმა ხელი არ შეუშალა დონალდ ტრამპს, რომ მზის დაბნელებას აი, ასე დაკვირვებოდა:

და ბოლოს, ტრამპის პრეზიდენტობის ამსახველი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფოტო - დიდი შვიდიანის ლიდერების შეხვედრა 2018 წელს კანადაში:

myquiz