ევროპა და COVID-19-ის ვაქცინა: სად რამდენი ადამიანი აიცრა და საქართველოს მსგავსად, რომელ ქვეყნებში არ დაწყებულა ვაქცინაცია | Allnews.Ge

ევროპა და COVID-19-ის ვაქცინა: სად რამდენი ადამიანი აიცრა და საქართველოს მსგავსად, რომელ ქვეყნებში არ დაწყებულა ვაქცინაცია

ეპიდემიოლოგები, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლები თანხმდებიან, რომ კორონავირუსის პანდემიის დასრულების გზა არის რაც შეიძლება მეტი ადამიანის ვაქცინაცია.

ახლა, როცა უკვე არსებობს კორონავირუსის საწინააღმდეგოდ შექმნილი ვაქცინები, მსოფლიოს ქვეყნები და მათ შორის, ევროპის ქვეყნები აძლიერებენ ძალისხმევას დაავადების შესაჩერებლად და დაწყებულია ვაქცინაციის პროგრამა.

ევროპის რომელ ქვეყანაშია ამ კუთხით ყველაზე მეტი პპროგრესი? – "ევრონიუსი“ აქვეყნებს სტატისტიკურ მონაცემებს, რომელიც გამოცემის ცნობით, ევროპის ქვეყნებიდან მიღებულ ოფიციალურ წყაროებზე დაყრდნობითაა შედგენილი, თუმცა მიუხედავად ამისა, არსებობს უმნიშვნელო უზუსტობის ალბათობა.

გთავაზობთ მონაცემებს, სადაც ასახულია, კორონავირუსის ვაქცინის რამდენი დოზაა გაკეთებული ამ დროისთვის ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში:

  • გაერთიანებული სამეფო - 3 067 541
  • იტალია - 885 814
  • გერმანია - 758 095
  • ესპნაეთი - 581 938
  • პოლონეთი - 369 212
  • საფრანგეთი - 247 167
  • რუმინეთი - 154 268
  • დანია - 118 073
  • უნგრეთი - 96 101
  • ჩეხეთი - 70 680
  • პორტუგალია - 70 000
  • საბერძნეთი -64 588
  • ნიდერლანდების სამეფო - 47 000
 

ცნობილი ადამიანები, რომლებმაც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა საჯაროდ გაიკეთეს

გაერთიანებულ სამეფოს (ინგლისი, შოტლანდია, უელსი, ჩრდილოეთ ირლანდია) მთლიანი მოსახლეობის დაახლოებით 5 პროცენტს აქვს ვაქცინა გაკეთებული. მოწინავე პოზიციაზეა დანიაც, სადაც ვაქცინა მოსახლეობის 2%-მა მიიღო, იტალიაში მთლიანი მოსახლეობის 1,4%-მა.

საქართველოს მსგავსად, ჯერ ვაქცინაცია დაწყებული არ არის ალბანეთში, ბელარუსში, ბოსნია ჰერცოგოვინაში, ისლანდიაში, ლიხტენშტეინში, ლუქსემბურგში, მალტაში, მოლდოვაში, მონტენეგროში, ჩრდილოეთ მაკედონიაში, შვედეთში, შვეიცარიასა და უკრაინაში.

გლობალური მასშტაბით, მოსახლეობის მთლიან რაოდენობაზე გაანგარიშებით, ყველაზე დიდი პროგრესი ვაქცინაციის კუთხით, კვლავ ისრაელს აქვს, სადაც კორონავირუსის საწინაამდეგო ვაქცინა ბოლო მონაცემებით უკვე მოსახლეობის 20%-ს აქვს გაკეთებული.

ამ დრპისთვის მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 93,5 მილიონს აჭარბებს, მათ შორი 2 მილიონზე მეტი პაციენტი გარდაიცვალა, ხოლო 66,8 მილიონი გამოჯანმრთელდა.