რომელ ქვეყანაში მიმდინარეობს ვაქცინაცია ყველაზე სწრაფად? | Allnews.Ge

რომელ ქვეყანაში მიმდინარეობს ვაქცინაცია ყველაზე სწრაფად?

კორონავირუსი დამარცხების მიზნით გასული წლის დეკემბრიდან მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში ვაქცინაცია დაიწყო. Bloomberg-ის ბოლო მონაცემების თანახმად, ამ დროისათვის მსოფლიოს 42 ქვეყანაში უკვე 25 მილიონზე მეტ ადამიანს ჩაუტარდა ვაქცინაცია.

რეიტინგში აშკარა უპირატესობა აქვს ისრაელს, სადაც ამ დროისთვის მოსახლეობის 20%-ს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია უკვე ჩაუტარდა.

მე-2 ადგილს არაბთა გაერთიანებული საამიროები იკავებს, სადაც ყოველ 100 ადამიანზე ვაქცინაცია 10-ს ჩაუტარდა.

მე-3 ადგილს ბაჰრეინი იკავებს 6%-ით, მეოთხეზე კი გაერთიანებული სამეფოა 2.99%-ით.