მძიმე კადრები ინდონეზიიდან- ავიკატასტროფის ადგილას თვითმფრინავის ნამსხვრევები და ადამიანის სხეულის ნაწილები იპოვეს | Allnews.Ge

მძიმე კადრები ინდონეზიიდან- ავიკატასტროფის ადგილას თვითმფრინავის ნამსხვრევები და ადამიანის სხეულის ნაწილები იპოვეს

ინდონეზიაში კომპანია Sriwijaya Air-ის კუთვნილი თვითმფრინავის   ავიკატასტროფის სავარაუდო ადგილას თვითმფრინავის ნამსხვრევები და ადამიანის სხეულის ნაწილები იპოვეს. Reuters-ის ინფორმაციით, სამძებრო სამუშაოები ქვეყნის დედაქალაქ ჯაკარტასთან ახლოს ამ წუთებშიც მიმდინარეობს.

ინდონეზიაში რადარებიდან გაუჩინარებულ სამგზავრო თვითმფრინავ „ბოინგ 737-500“-ში, 62 ადამიანი იმყოფებოდა. მათ შორის 56 მგზავრი და ეკიპაჟის 6 წევრი იყო. თვითმფრინავი 9 იანვარს ინდონეზიის დასავლეთ კალიმანტანის პროვინციის ქალაქ პონტიანაკისკენ მიფრინავდა, რა დროსაც მასთან სიგნალი დაიკარგა.