რადარებიდან გაუჩინარებულ თვითმფრინავში 62 ადამიანი იყო, მათ შორის 10 ბავშვი - რა ვიცით კატასტროფის შესახებ? | Allnews.Ge

რადარებიდან გაუჩინარებულ თვითმფრინავში 62 ადამიანი იყო, მათ შორის 10 ბავშვი - რა ვიცით კატასტროფის შესახებ?

ინდონეზიაში რადარებიდან გაუჩინარებულ სამგზავრო თვითმფრინავში -„ბოინგ 737-500“-ში, 62 ადამიანი იმყოფებოდა, - ამ ინფორმაციას მედიასაშუალებები პორტალ Air Live-ზე დაყრდნობით ავრცელებენ.

მათივე ინფორმაციით, გაუჩინარებული თვითმფრინავის ბორტზე 56 მგზავრი და ეკიპაჟის 6 წევრი იყო.

დაკარგულ მგზავრებს შორის 10 ბავშვია. ინდონეზიური ავიაკომპანიის Sriwijaya Air-ის კუთვნილი სამგზავრო თვითმფრინავი, „ბოინგ 737-500“, რომელიც ინდონეზიის დედაქალაქ ჯაკარტადან აფრინდა, რადარებიდან გაუჩინარდა.

თვითმფრინავი ინდონეზიის დასავლეთ კალიმანტანის პროვინციის ქალაქ პონტიანაკისკენ მიფრინავდა, რა დროსაც მასთან სიგნალი დაიკარგა. ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ სავარაუდოდ თვითმფრინავის ნამსხვრევები მეთევზეებმა ჯაკარტას ჩრდილოეთით ზღვაში აღმოაჩინეს.