რა ხდება კაპიტოლიუმში ამ წუთებში, სადაც დემონსტრანტები შეიჭრნენ (ფოტოები) | Allnews.Ge

რა ხდება კაპიტოლიუმში ამ წუთებში, სადაც დემონსტრანტები შეიჭრნენ (ფოტოები)

როგორც CNN იუწყება, ვაშინგტონში, კაპიტოლიუმის შენობიდან ვიცე-პრეზიდენტის, მაიკ პენსის ევაკუაცია განხორციელდა, სადაც მან სპეციალური სხდომა გახსნა.

„საარჩევნო კოლეგიის ხმების დამოწმების პროცესი შეჩერდა მას შემდეგ, რაც საპროტესტო აქციის მონაწილეები კაპიტოლიუმის შენობაში შეიჭრნენ“, - წერს CNN.

შეგახსენებთ, კონგრესმენები საარჩევნო კოლეგიის ხმების დათვლისა და დამოწმების მიზნით სპეციალურ სხდომაზე შეიკრიბნენ. პარალელურად კი ტრამპის მხარდამჭერების აქცია მიმდინარეობს.