ესპანეთის პოლიციამ უკანონო წვეულების თითოეული მონაწილე 3 000 ევროთი დააჯარიმა | Allnews.Ge

ესპანეთის პოლიციამ უკანონო წვეულების თითოეული მონაწილე 3 000 ევროთი დააჯარიმა

ესპანეთში, ბარსელონასთან ახლოს ერთ-ერთ დასახლებაში უკანონო წვეულება გაიმართა, რომელიც სულ მცირე 2 დღის განმავლობაში გრძელდებოდა და 300-მდე ადამიანი ესწრებოდა.

პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების მიხედვით ესპანეთში ერთდროულად შეკრების უფლება მაქსიმუმ 10 ადამიანს აქვს.

ესპანეთის პოლიციამ შეკრების დაშლა გადაწყვიტა, რა დროსაც მისმა მონაწილეებმა სამართალდამცავებს წინააღმდეგობა გაუწიეს.

მედიის ინფორმაციით, წვეულებაზე მყოფ თითოეულ ადამიანს კანონის დარღვევის გამო ჯარიმის სახით 3 000 ევროს გადახდა მოუწევს, მის ორგანიზატორებს კი 60 000-ის.

 

myquiz