"სიყვარული იმარჯვებს, დაგვიჯერეთ" - მეგანისა და ჰარის პირველი ერთობლივი პოდკასტი და გუწრფელი საუბარი ბრიტანეთიდან წასვლის შემდეგ | Allnews.Ge

"სიყვარული იმარჯვებს, დაგვიჯერეთ" - მეგანისა და ჰარის პირველი ერთობლივი პოდკასტი და გუწრფელი საუბარი ბრიტანეთიდან წასვლის შემდეგ

სასექსის ჰერცოგმა და ჰერცოგინიამ, ჰარიმ და მეგან მარკლმა გამოაქვეყნეს თავიანთი პირველი ერთობლივი პოდკასტი, სადაც სხვა ცნობილ ადამიანებთან ერთად 2020 წლის შესახებ ისაუბრეს. მომღერალი ელტონ ჯონი, ტელეწამყვანი ჯეიმს გორდონი და სხვები მონაწილეობდნენ Archewell Audio-ს პირველ ეპიზოდში.

"მნიშვნელობა არ აქვს ცხოვრება საით გადაგაგდებს, მეგობრებო, დაგვიჯერეთ როდესაც ვამბობთ, სიყვარული იმარჯვებს“, - ასე მიმართმა მეგან მარკლმა მსენელს. წყვილს არ განუხილავს პირადი ცხოვრება და ის, თუ რა სირთულეები გადახდათ 2020 წელს თავს, მას შემდეგ, რაც დიდი ბრიტანეთიდან წავიდნენ.

თუმცა ისაუბრეს თანადგომისა და მხარდაჭერის მნიშვნელობაზე. მეგან მარკლის თქმით, ის, ჰარი და მათი მეგობრები აღფრთოვანებულები არიან იმით, თუ რამდენი რამ ისწავლეს 2020 წლისგან.

"ყველაფერი ერთი რამისთვის ხდება, რომ დავინახოთ კავშირის ძალა, სიბნელეს მხოლოდ სიბნელე ვერაფერს დააკლებს, წყვდიადის გაქრობა მხოლოდ სინათლეს შეუძლია“, - ამბობს მეგანი.

პრინც ჰარის შეფასებით კი, 2020 წელი გაკვეთილი იყო იმის შესახებ, თუ რა მნიშვნელოვანია ერთმანეთზე ზრუნვა და რამდენად მნიშვნელოვანია ადამიანებთან კავშირი, მაშინაც კი, თუ მათთან შეხება ფიზიკურად შეუძლებელია.

პოდკასტში ჰარისა მეგანის 1 წლის ვაჟის, არჩის ხმაც გაიგონეს მსმენელებმა, ბრიტანულმა გამოცემებმა კი უკვე დაწერეს, რომ მიუხედავად იმისა, რომ მან მხოლოდ რამდენიმე სიტყვა თქვა, პატარას ამერიკული აქცენტი აქვს.