ინფორომაცია, რომელსაც ჩინეთი მალავს- კვლევის თანახმად უხანში, იმაზე 10-ჯერ მეტი კოვიდინფიცირებული იყო, ვიდრე ოფიციალურ სტატისტიკაშია ასახული | Allnews.Ge

ინფორომაცია, რომელსაც ჩინეთი მალავს- კვლევის თანახმად უხანში, იმაზე 10-ჯერ მეტი კოვიდინფიცირებული იყო, ვიდრე ოფიციალურ სტატისტიკაშია ასახული

ჩინეთის ქალაქ უხანში, შესაძლოა, მოსახლეობის თითქმის 5% კორონავირუსით ყოფილიყო დაინფიცირებული, - BBC-ის ინფორმაციით, ამის შესახებ ჩინეთის დაავადების კონტროლისა და პრევენციის ცენტრის მეცნიერების მიერ ჩატარებულ კვლევაშია აღნიშნული. უხანში დაახლოებით 11 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, შესაბამისად, დაინფიცირებულთა რაოდენობა ნახევარ მილიონამდე იქნებოდა.

BBC-ი წერს, რომ თუკი კვლევის შედეგები სიმართლეს შეესაბამება, ეს იმას ნიშნავს, რომ უხანში კოვიდ 19-ით ინფიცირების შემთხვევები ჩინეთის ხელისუფლების მიერ გავრცელებულ ოფიციალურ მონაცემებზე თითქმის 10-ჯერ მეტი ყოფილა. კვლევის ფარგლებში უხანში, პეკინში, შანხაისა და კიდევ ოთხ პროვინციაში მცხოვრებ 34 000 მოქალაქეს ანტისხეულებზე ტესტი ჩაუტარდა.

myquiz