53 წლის "მოცეკვავე მილიონერმა" ქალიშვილი გამოაჩინა და მის პრობლემაზე ისაუბრა - "გადავწყვიტეთ, რომ გავავრცელოთ ინფორმაცია" | Allnews.Ge

53 წლის "მოცეკვავე მილიონერმა" ქალიშვილი გამოაჩინა და მის პრობლემაზე ისაუბრა - "გადავწყვიტეთ, რომ გავავრცელოთ ინფორმაცია"

53 წლის მილიონერი ჯანლუკა ვაკი ცოლ-შვილთან ერთად ესპანური ჟურნალის HOLA-ს გარეკანზე გამოჩნდა. სწორედ ამ ჟურნალისთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა იმ განსაცდელზე, რაც მამობამ მოუტანა.

პატარა გოგონა, ბლუ ჯერუსალემა ორი თვის წინ გაჩნდა. მისი დედა 25 წლის მოდელი შერონ ფონსეკაა. მშობიარობამდე რამდენიმე წუთით ადრეც კი შერონმა და ჯანლუკამ მხიარული ცეკვა შეასრულეს და მოხიბლეს ინტერნეტსივრცე. თუმცა აღმოჩნდა, რომ მათი რეალური ცხოვრება არც ისეთი უღრუბლოა. ვაკიმ აღიარა, რომ მათი გოგონა მგლის ხახით დაიბადა - პათოლოგიით, რომელიც სტატისტიკურად ყოველ მე-700 ბავშვს აქვს. ეს პათოლოგია აუცილებელ ქირურგიულ ჩარევას საჭიროებს.   "გაგვიმართლა, რომ ექიმების ძალიან კარგი გუნდი გვყავდა და თავის დროზე გაუკეთეს ოპერაცია. ახლა ის ჩვეულებრივი ცხოვრებით იცხოვრებს. თუმცა ყველა ბავშვს ასე არ უმართლებს, ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ გავავრცელოთ ინფორმაცია და მხარი დავუჭიროთ ფონდებს, რომლებიც ამ პრობლემის მქონე ოჯახებს ეხმარებიან", - აღნიშნა ვაკიმ.

mshoblebi

53 წლის მილიონერმა, იტალიელმა ბიზნესმენმა საცეკვაო ვიდეოებით გაითქვა სახელი. 2018 წელს შეხვდა თავისზე ბევრად უმცროს შერონს და სწორედ მაშინ დაფიქრდა ქორწინებაზე. 2020 წელს ამცნო საზოგადოებას, რომ შვილს ელოდა. 

mshoblebi