რუსეთის ჯანდაცვის სამინისტრომ რუსული ვაქცინა „სპუტნიკ V”-ის 60 წლის ზემოთ ასაკის პირებში გამოყენების ნებართვა გასცა | Allnews.Ge

რუსეთის ჯანდაცვის სამინისტრომ რუსული ვაქცინა „სპუტნიკ V”-ის 60 წლის ზემოთ ასაკის პირებში გამოყენების ნებართვა გასცა

რუსეთის ჯანდაცვის სამინისტრომ რუსული ვაქცინა „სპუტნიკ V”-ის 60 წლის ზემოთ ასაკის პირებში გამოყენების ნებართვა გასცა, - რუსული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა მიხაილ მურაშკომ განაცხადა.

„ჯანდაცვის სამინისტრომ სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციაში ცვლილებები დაამტკიცა. ახლა ვაქცინა „სპუტნიკ V” დამტკიცებულია 18 წელზე უფროსი ასაკის პირებისთვის. ამრიგად, კორონავირუსის ინფექციის წინააღმდეგ ვაქცინაცია 60 წელზე უფროსი მოქალაქეებისთვისაცაა შესაძლებელი,“ - აღნიშნა მურაშკომ.

აღსანიშნავია, რომ ამ დრომდე 60 წელს გადაცილებული ადამიანები რუსეთში დაწყებულ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროგრამაში არ მონაწილეობდნენ, ვინაიდან ამ ასაკობრივ ჯგუფში შემავალ ადამიანებზე ცალკე გამოკვლევა ჩატარდა.

myquiz