ლამამ, სახელად კორმაკი, შეიძლება პანდემიისგან გვიხსნას | Allnews.Ge

ლამამ, სახელად კორმაკი, შეიძლება პანდემიისგან გვიხსნას

კვლევის წინასწარი შედეგები აშშ-ს რამოდენიმე სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მეცნიერებმა გამოაქვეყნეს ჟურნალში Scientific Reports.

ცნობილია, რომ აგენტების (ვირუსები, ბაქტერიები) შეჭრის საპასუხოდ, ლამას იმუნური სისტემა (ისევე როგორც აქლემისებრთა ოჯახის სხვა ცხოვლელებისა) გამოიმუშავებს ორი ტიპის ანტისხეულებს. ერთ-ერთი მათგანი ზომით ადამიანის ანტისხეულების ანალოგია, ხოლო მეორე ტიპის ანტისხეულების ზომა შეადგენს პირველი ტიპის ანტისხეულების ზომის მეათედს. ამ მცირე ზომის ანტისხეულებს უწოდებენ ნანოსხეულებს.

კორონავირუსული ინფექციის პანდემიის დაწყების შემდეგ, ლამების ორგანიზმში გამომუშავებული ნანოსხეულების შემსწავლელი მეცნიერები გადაერთნენ ვირუს SARS-CoV-2 ექსპერიმენტზე. კერძოდ, 2020 წლის მაისში ჟურნალში Cell გამოჩნდა ტექსასის შტატის უნივერსიტეტისა (აშშ) და გენტსკის უნივერსიტეტის (ბელგია) მეცნიერების პუბლიკაცია.

ლამა სახელად Winter-ის სისხლიდან გამოყოფილ ნანოსხეულებზე ექსპერიმენტისას, მკვლევარებმა დაამტკიცეს, რომ მცირე ზომის ანტისხეულებს შეუძლია მიემაგროს ვირუსის ზედაპირზე წვეტისებურ ცილას (S-ცილა), რის შედეგადაც ვირუსს აღარ ექნება უჯრედში შეღწევის საშუალება. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ნანოსხეულები არასაკმარისად მჭიდროდ ეკვრის, ამიტომ მკვლევარებს გენური ინჟინერიის მეთოდებით, მოუწიათ ნანოსხეულების ორი ასლის შეერთება და ახალი ანტისხეულის შექმნა, რომელიც ეფექტურად ანეიტრალებს ვირუსს.

ახალი კვლევის ავტორებმა ტომას ესპარზიმ (Thomas J. Esparza) და დევიდ ბროდიმ (David L. Brody), შეძლეს ამ პრობლემის გადალახვა და ლამა, სახელით კორმაკის საშუალებით უფრო შორს წავიდნენ. 28 დღის განმავლობაში მის ორგანიზმში 5-ჯერ შეიყვანეს SARS-CoV-2 ვირუსის გასუფთავებული S-ცილა. კორმაკის სხეულში, ანტიგენის შეჭრაზე საპასუხოდ გამომუშავებული ათასი ნანოსხეულის ტესტირების შედეგად, ესპარზამ და ბროდიმ გამოყვეს 13 ნანოსხეული, რომლებიც სხვებთან შედარებით უფრო ეფექტური აღმოჩნდა.

მათგან ერთ-ერთმა, სახელწოდებით NIH-CoVnb-112, თავისი თვისებებით გადააჭარბა დანარჩენებს.

ლაბორატორიულმა ექსპერიმენტებმა აჩვენა, რიმ NIH-COVNB-112 მუშაობს როგორც მჭიდრო დამხშობი. იგი უმაგრდება უშუალოდ ვირუსის S -ცილის "კბილანებს" და ამით სრულად ბლოკავს მის უჯრედის ზედაპირზე AჩE2-რეცეპტორებთან დაკავშირებისა და უჯრედში შეღწევის უნარს.

მნიშვნელოვანია, რომ NIH-COVNB-112 ერთნაირად ეფექტური აღმოჩნდა, როგორც ხსნარის, ასევე აეროზოლის ფორმით. ესპარზა და ბროდი თვლიან, რომ მომავალში ლამის ნანოსხეულების შემცველი პრეპარატი შეიძლება გამოვიყენოთ ნებულაიზერის ან ინჰალატორის საშუალებით, რათა წამალი მოხვდეს უშუალოდ ზედა და ქვედა სასუნთქი გზების ლორწოვან გარსზე და დაიცვას კორონავირუსული ინფექციისგან.

ამჟამად, მეცნიერები ემზადებიან NIH-CoVnb-112 პატენტის მისაღებად, რათა რაც შეიძლება სწრაფად გადავიდნენ შემდეგ ეტაპზე და კორმაკის იმუნური სისტემის მიერ გამომუშავებული ნანოსხეულების საფუძველზე შექმნან COVID-19-ის საპროფილაქტიკო პრეპარატი.