გაერთიანებულმა სამეფომ და ევროკავშირმა სავაჭრო შეთანხმებას მიაღწიეს | Allnews.Ge

გაერთიანებულმა სამეფომ და ევროკავშირმა სავაჭრო შეთანხმებას მიაღწიეს

როგორც BBC იტყობინება გაერთიანებულმა სამეფომ და ევროკავშირმა სავაჭრო შეთანხმებას მიაღწიეს და რამდენიმეთვიანი უთანხმოება დასრულდა.

„ევროკავშირმა და დიდმა ბრიტანეთმა მიაღწიეს "ბრექსიტის" შემდგომ სავაჭრო შეთანხმებას, რითაც რამდენიმეთვიანი უთანხმოება დაასრულეს თევზჭერის უფლებებისა და სამომავლო ბიზნესრეგულაციების თაობაზე“, - წერს BBC.

ცნობისთვის, დიდ ბრიტანეთსა და ევრობლოკს შორის "ბრექსიტის" თაობაზე შეთანხმება 31 დეკემბრამდე უნდა მომხდარიყო, ვინაიდან, ეს არის თარიღი, როდესაც ბრიტანეთი ასრულებს ევროკავშირიდან გასვლის პროცესს და ამის შემდეგ ის აღარ იქნება ევროკავშირის სავაჭრო კანონებზე დამოკიდებული.