რატომ დაადო ვეტო „ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტს“ დონალდ ტრამპმა? | Allnews.Ge

რატომ დაადო ვეტო „ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტს“ დონალდ ტრამპმა?

შეერთებული შტატების მოქმედმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა „ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტს“ ვეტო დაადო, - ამ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

ტრამპის განმარტებით, ის აპროტესტებს იმ ფაქტს, რომ კანონპროექტის თანახმად, სოციალურ მედიაკომპანიებს მათ საიტებზე განთავსებულ ინფორმაციაზე პასუხისმგებლობა არ ეკისრებათ. ასევე მას არ სურს, სამხედრო ბაზებს, რომლებიც ამჟამად კონფედერაციისთვის მებრძოლი გენერლების სახელს ატარებენ, სახელები გადაერქვას.

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა ნენსი პელოსიმ განაცხადა, რომ წარმომადგენელთა პალატა 28 დეკემბერს პრეზდენტის ვეტოს დასაძლევად შეიკრიბება.

2021 ფისკალური წლის ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტში, რომლის თანახმადაც აშშ-ის ბიუჯეტიდან თავდაცვის სფეროსთვის 740 მილიარდი აშშ დოლარია გათვალისწინებული და აშშ-ის კონგრესის ორივე პალატამ დაამტკიცა, საქართველოზედაცაა საუბარი.

myquiz