იმოქმედებს თუ არა ვაქცინა კოვიდ 19-ის ახალი ვარიანტის წინააღმდეგ? | Allnews.Ge

იმოქმედებს თუ არა ვაქცინა კოვიდ 19-ის ახალი ვარიანტის წინააღმდეგ?

გერმანული ფარმაცევტული კომპანია BioNTech– ის აღმასრულებელი დირექტორის, უგურ შაჰინის განცხადებით, დარწმუნებულია, რომ მათ მიერ შექმნილი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ვირუსის, ახალი, ბრიტანული ვარიანტის წინააღმდეგაც მოქმედებს, თუმცა ამისთვის დამატებითი კვლევების ჩატარებაა აუცილებელი.

”ამ დროისთვის არ ვიცით, შეუძლია თუ არა ჩვენს ვაქცინას ამ ახალი ვარიანტისგან დაცვა, მაგრამ მეცნიერული თვალსაზრისით, დიდია იმის ალბათობა, რომ ამ ვაქცინით მიღებული იმუნური რეაქცია ვირუსის ახალ ვარიანტებს გაუმკლავდეს“, - აღნიშნა შაჰინმა.

მეცნიერის თქმით, მისი გუნდი მუშაობს იმისთვის, რომ გაარკვიოს, მოქმედებს თუ არა ვაქცინა ვირუსის დიდ ბრიტანეთში აღმოჩენილ ვარიანტზე, ან საჭიროა თუ არა მისი ადაპტირება. შაჰინის განმარტებით, შედეგები ორი კვირის განმავლობაში გახდება ცნობილი.

მისივე თქმით, შეშფოთებისა და ნერვიულობის მიზეზი არ არსებობს, ვინაიდან იმ შემთხვევაში, თუკი ვაქცინის კორექტირება გახდა საჭირო, კომპანია ამის განხორციელებას დაახლოებით 6 კვირაში შეძლებს.

myquiz