დიდ ბრიტანეთში კორონავირუსი, რომელმაც მუტაცია განიცადა, ჯერ კიდევ სექტემბერში დაფიქსირდა-ჯანმოს ექსპერტი | Allnews.Ge

დიდ ბრიტანეთში კორონავირუსი, რომელმაც მუტაცია განიცადა, ჯერ კიდევ სექტემბერში დაფიქსირდა-ჯანმოს ექსპერტი

ორონავირუსი, რომელმაც მუტაცია განიცადა, ჯერ კიდევ სექტემბერში დაფიქსირდა დიდ ბრიტანეთში. ის უკვე ვრცელდება მთელ მსოფლიოში. ამის შესახებ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტმა მარია ვან კერკჰოვემ „ბი-ბი-სის“ განუცხადა.

„დიდმა ბრიტანეთმა ის აღმოაჩინა სექტემბერში. ის გაჩნდა ინგლისის სამხრეთ აღმოსავლეთში. ჩვენ მუდმივად ვხედავთ, როგორ ვლინდება კორონავირუსის მუტაცია. საჭიროა მათი შესწავლა, როგორ ვრცელდება და რა შედეგები აქვს“, - განაცხადა ექსპერტმა და დასძინა, რომ გაერთიანებულ სამეფოში აღმოჩენილი ვირუსის მუტაცია, ასევე გამოვლინდა დანიაში, ნიდერლანდებსა და ავსტრალიაში.

დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის მინისტრმა მეთ ჰენკოკმა 14 დეკემბერს განაცხადა, რომ ბრიტანელმა მეცნიერებმა კორონავირუსის ახალი ვარიანტი გამოავლინეს, რომელმაც მუტაცია განიცადა.