რამდენმა ადამიანმა ჩაიტარა უკვე ვაქცინაცია აშშ-ში Pfizer-ისა და BioNTech-ის ვაქცინით?
აშშ-ში Pfizer-ისა და BioNTech-ის ვაქცინით 272 ათასამდე ადამიანი აიცრა. ამ ინფორმაციას აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი ავრცელებს.
მათი თქმით, რეალურად ამ დროისთვის ვაქცინაციის რიცხვი გაცილებით მაღალია, რადგან აცრილთა რაოდენობის აღრიცხვა რამდენიმე დღის შემდეგ ხდება. კერძოდ, ვაქცინის პროვაიდერებს 72-საათიანი ვადა აქვთ იმისთვის, რომ ჯანდაცვის უწყების ადგილობრივ წარმომადგენლობას მონაცემები მიაწოდონ.
ჯანდაცვის სამინისტროს კი დამატებით 24 საათი აქვთ, რომ აღნიშნული მონაცემები დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრს გადასცეს.
18 დეკმებმბერს აშშ-ის საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ კორონავირუსის წინააღმდეგ ამერიკული კომპანია Moderna-ს ვაქცინის გამოყენების ნებართვა გასცა, რაც იმას ნიშნავს, რომ აშშ-ში „კოვიდ-19“-ის წინააღმდეგ ვაქცინაცია უკვე ორი ვაქცინით ჩატარდება.