აშშ-ის საარჩევნო კოლეგიამ ჯო ბაიდენის გამარჯვება ოფიციალურად დაამტკიცა | Allnews.Ge

აშშ-ის საარჩევნო კოლეგიამ ჯო ბაიდენის გამარჯვება ოფიციალურად დაამტკიცა

აშშ-ის საარჩევნო კოლეგიის წევრებმა საპრეზიდენტო არჩევნებში ჯო ბაიდენის გამარჯვება ოფიციალურად დაამტკიცეს. BBC-ის ინფორმაციით, „დემოკრატმა“ ბაიდენმა კოლეგიის 306 ხმა მოიპოვა, „რესპუბლიკელმა“ დონალდ ტრამპმა კი - 232.

პრეზიდენტად დამტკიცებისთვის საარჩევნო კოლეგიის მინიმიმ 270 წევრის თანხმობა იყო საჭირო. კენჭისყრის შედეგები ვაშინგტონში გაიგზავნება და ხმებს 6 იანვარს კონგრესის ერთობლივ სხდომაზე ოფიციალურად დაითვლიან. ახლადარჩეული პრეზიდენტის ინაუგურაცია 20 იანვარს გაიმართება.

„ამერიკის სულისთვის გამართულ ამ ბრძოლაში დემოკრატიამ გაიმარჯვა, -ამის შესახებ ჯო ბაიდენმა დელავერში, მშობლიურ ქალაქ უილმინგტონში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მან ამერიკელებს გაერთიანებისკენ მოუწოდა.

"ჩვენ, ხალხმა, ხმა მივეცით. ჩვენი ინსტიტუტებისადმი რწმენა შენარჩუნდა. ჩვენი არჩევნების პატიოსნება ხელშეუხებელი დარჩა. ახლა დროა, ახალი ფურცელი გადავშალოთ, როგორც ეს მთელი ჩვენი ისტორიის განმავლობაში გაგვიკეთებია,“- განაცხადა ჯო ბაიდენმა.