რა შეზღუდვები დაწესდება მათთვის, ვინც ვაქცინაციაზე უარს იტყვის - კანადაში მასობრივი იმუნიზაცია იწყება | Allnews.Ge

რა შეზღუდვები დაწესდება მათთვის, ვინც ვაქცინაციაზე უარს იტყვის - კანადაში მასობრივი იმუნიზაცია იწყება

კანადის ერთ-ერთი პროვინციის, ონტარიოს ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ პროვინციაში მცხოვრებ მოქალაქეებს, რომლებიც უარს იტყვიან კოვიდ-19-ის ვაქცინაციაზე, გარკვეული შეზღუდვები დაუწესდებათ.

კრისტინ ელიოტმა თქვა, რომ აცრა პროვინციაში სავალდებულო არ იქნება, თუმცა ზოგიერთი საქმიანობები - მოგზაურობა, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ყოფნა (მაგალითად კინოთეატრში შესვლა) და სხვ. შეიზღუდება მათთვის, ვინც იმუნიზაციაზე უარს იტყვის.

ელიოტი ამბობს, რომ პროვინცია აცრილ მოქალაქეებზე გასცემს ვაქცინაციის დამადასტურებელ სამთავრობო დოკუმენტაციას და ეს დოკუმენტაცია იქნება სავალდებულო, რათა პროვინციამ თავი დააღწიოს პანდემიას.

ონტარიოში ვაქცინაცია მომავალ კვირაში დაიწყება და პირველ რიგში მოხუცები და მედპერსონალი აიცრებიან. ვაქცინას ჯერ იმ რეგიონებს მიაწვდიან, სადაც ვირუსის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.