აშშ-ში დღეს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია იწყება | Allnews.Ge

აშშ-ში დღეს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია იწყება

აშშ-ში ამერიკული ფარმაცევტული კომპანია Pfizer-სა და მისი გერმანული პარტნიორის, BioNTech-ის, მიერ შექმნილი კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის გამოყენებით მოსახლეობის მასობრივი ვაქცინაცია დღეს იწყება.

მედიის ინფორმაციით, პირველ რიგში მედიკოსები და მოხუცთა თავშესაფრების ბენეფიციარები აიცრებიან. ვაქცინის დაჩქარებული შემუშავების პროგრამის, Operation Warp Speed-ის ხელმძღვანელის, მონსეფ სლაუის თქმით, მარტის ბოლომდე, სავარაუდოდ, 100 მილიონზე მეტი ადამიანი იქნება იმუნიზირებული.

აშშ-ის სურსათისა და წამლების ადმინისტრაციამ Pfizer/BioNTech-ის ვაქცინის გადაუდებელი გამოყენების ნებართვა რამდენიმე დღის წინ გასცა. კომპანიებში აცხადებენ, რომ მათ მიერ შემუშავებული ვაქცინა 95 პროცენტით ეფექტურია.