აშშ-ში მოსახლეობის ვაქცინაცია ორშაბათიდან დაიწყება
აშშ-ში Pfizer/BioNTech-ის მიერ წარმოებული ვაქცინით მოსახლეობის მასობრივი ვაქცინაცია ორშაბათიდან დაიწყება. ამ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, პირველი 3 მილიონი ვაქცინა მთელი ქვეყნის მასშტაბით თანაბრად გადანაწილდება, რათა საზოგადოების ყველაზე მოწყვლად ჯგუფებს მასზე წვდომა ჰქონდეთ. იქამდე კი, 11 დეკემბერს აშშ-ის საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ ამერიკული ფარმაცევტული კომპანია Pfizer-სა და მისი გერმანული პარტნიორის BioNTech-ის მიერ შექმნილი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გამოყენების ნებართვა გასცა.
აღსანიშნავია, რომ შაბათს აშშ-ში კორონავირუსს 3 309 ადამიანი ემსხვერპლა, რაც პანდემიის დაწყებიდან ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. აშშ-მდე მოსახლეობის მასობრივი ვაქცინაცია გაერთიანებულ სამეფოში დაიწყეს.