„კორონავირუსის ვაქცინა ევროკავშირის ქვეყნებში ამ წლის ბოლომდე იქნება ნებადართული“ - რა ეღირება ვაქცინა | Allnews.Ge

„კორონავირუსის ვაქცინა ევროკავშირის ქვეყნებში ამ წლის ბოლომდე იქნება ნებადართული“ - რა ეღირება ვაქცინა

გერმანული კომპანია BioNTech და მისი ამერიკელი პარტნიორი Pfizer კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის წარმოებას გაზრდიან.

აღნიშნული ვაქცინის აშშ-ში გამოყენების ნებართვის გაცემაზე გავრცელებულმა ინფორმაციამ გამოიწვია. ამის შესახებ BioNTech-ის დირექტორმა უგურ შაჰინმა სააგენტო Reuters-ს განუცხადა.

„ჩვენ უნდა გადავჭრათ წარმოების პრობლემა. ცხადია, გვჭირდება მეტი დოზა. ვმუშაობთ საკითხზე - როგორ გავზარდოთ ეს დოზები“ - განაცხადა მან.

BioNTech და Pfizer-მა მანამდე განაცხადეს, რომ აპირებდნენ 2021 წელს 1,3 მილიარდი დოზა ვაქცინის წარმოებას. როგორც შაჰინმა განმარტა, კომპანიები მუშაობენ, რომ ეს მოცულობა გაიზარდოს.

„ახლა ვერ გეტყვით, შესაძლებელია თუ არა ეს და რამდენად შეგვიძლია გაზრდა, თუმცა ვცდილობთ ეს ზრდა იყოს მნიშვნელოვანი“ - დასძინა მან.

შაჰინის განცხადებითვე, ვაქცინა ნებადართული იქნება ევროკავშირის ქვეყნებში უკვე ამ წლის ბოლომდე. მისი აზრით, ევროპის ქვეყნებში მათი პრეპარატის გავრცელება მომავალი წლის დასაწყისიდან დაიწყება.

განაგრძეთ კითხვა

myquiz