"ჩემი რჩევა იქნება, გაიკეთოთ კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა"- 90 წლის ქალი, რომელმაც ვაქცინაცია ბრიტანეთში პირველმა გაიკეთა | Allnews.Ge

"ჩემი რჩევა იქნება, გაიკეთოთ კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა"- 90 წლის ქალი, რომელმაც ვაქცინაცია ბრიტანეთში პირველმა გაიკეთა

90 წლის მარგარეტ ქინანი, პირველი ადამიანი მსოფლიოში, რომელიც Pfizer/BioNTech-ს მიერ შექმნილი კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრეს, მოქალაქეებს ვაქცინაციისკენ მოუწოდებს.

„პრივილეგირებულად ვგრძნობ თავს, რომ პირველი ადამიანი ვარ, ვინც Covid-19- ის საწინააღმდეგო ვაქცინა გაიკეთა. ეს არის დაბადების დღის საუკეთესო ნაადრევი საჩუქარი, რაც კი შეიძლებოდა მესურვა. ჩემი რჩევაა, გაიკეთოთ ვაქცინა, თუ მე 90 წლის ასაკში ვიკეთებ ვაქცინას, თქვენც შეგიძლიათ“, – განაცხადა მარგარეტ ქინანმა.

პირველი მოქალაქე, რომელიც გაერთიანებულ სამეფოში Pfizer/BioNTech-ს მიერ შექმნილი კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრეს 90 წლის მარგარეტ ქინანი გახდა. მას მომავალ კვირაში 91 წელი შეუსრულდება.

გაერთიანებულ სამეფოში კორონავირუსის საწინააღმდეგო მასობრივი იმუნიზაციის პროგრამა დღეიდან დაიწყო. Pfizer/BioNTech-ის მიერ შექმნილი ვაქცინით პირველ რიგში 80 წელს გადაცილებული პირები, მედიკოსები და მოხუცთა თავშესაფრების ბენეფიციარები და თანამშრომლები აიცრებიან. Pfizer/BioNTech-ის ინფორმაციით, ვაქცინის ეფექტურობა 95%-ია.