რთული ზამთარი გველოდება, არსებული ზომები საკმარისი არ არის- ანგელა მერკელი | Allnews.Ge

რთული ზამთარი გველოდება, არსებული ზომები საკმარისი არ არის- ანგელა მერკელი

გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი მიიჩნევს, რომ კორონავირუსის გამო ქვეყანაში მოქმედი შეზღუდვები ვირუსის გავრცელების გასაკონტროლებლად საკმარისი არ არის და ზამთრის გადასალახად უფრო მკაცრი ზომების დაწესებაა საჭირო.

გერმანიაში 2 ნოემბრიდან ე.წ. „მსუბუქი ლოქდაუნის“ რეჟიმი მოქმედებს. დაუხურულია რესტორნები, ბარები, თეატრები, ფიტნეს-კლუბები, საცურაო აუზები, კინოთეატრები და საკონცერტო დარბაზები, თუმცა სკოლები და მაღაზიები მუშაობას განაგრძობენ.

რამდენიმე დღის წინ ქვეყნის მთავრობამ შეზღუდვები 10 იანვრამდე გაახანგრძლივა. გერმანიაში, პანდემიის დაწყების დროიდან კოვიდ 19-ით ინფიცირების 1 183 655 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან დაღუპულია 18 900-ზე მეტი პაციენტი.

myquiz