დიდ ბრიტანეთში კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო მასობრივი ვაქცინაციის პროგრამა ხვალიდან იწყება | Allnews.Ge

დიდ ბრიტანეთში კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო მასობრივი ვაქცინაციის პროგრამა ხვალიდან იწყება

გაერთიანებული სამეფოს ეროვნული ჯანდაცვის სამსახური კორონავირუსის საწინააღმდეგო მასობრივი იმუნიზაციის პროგრამას ხვალიდან იწყებს.

მედიის ინფორმაციით, Pfizer/BioNTech-ის მიერ შექმნილი ვაქცინით პირველ რიგში 80 წელს გადაცილებული პირები, მედიკოსები და მოხუცთა თავშესაფრების ბენეფიციარები და თანამშრომლები აიცრებიან.

აღსანიშნავია, რომ Pfizer/BioNTech-ის ვაქცინის შენახვა -70 გრადუს ცელსიუს ტემპერატურაზე უნდა მოხდეს. ჩვეულებრივ მაცივარში ის მხოლოდ 5 დღის განმავლობაშია ვარგისი. ამ მიზეზის გამო, ვაქცინაცია თავდაპირველად, მხოლოდ 50 საავადმყოფოში განხორციელდება.

ქვეყანაში პირველი კვირის განმავლობაში, საერთო ჯამში, ვაქცინის 800 000-მდე დოზა იქნება ხელმისაწვდომი.

შეგახსენებთ, გაერთიანებულ სამეფოში Pfizer/BioNTech-ის მიერ შექმნილი კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა ოფიციალურად 2 დეკემბერს დაამტკიცეს.