ნამიბიაში არჩევნებში ადოლფ ჰიტლერმა გაიმარჯვა | Allnews.Ge

ნამიბიაში არჩევნებში ადოლფ ჰიტლერმა გაიმარჯვა

ნამიბიაში არჩევნებში ადოლფ ჰიტლერმა გაიმარჯვა, რომელსაც მშობლებმა სახელი ნაცისტური გერმანიის ლიდერის პატივსაცემად დაარქვეს. პოლიტიკოსის სრული სახელი ადოლფ ჰიტლერ უუნონაა

მან საპრეზიდენტო არჩევნებში ხმათა 85% მიიღო. 

როგორც თავად ადოლფ ჰიტლერი აცხადებს, მამამისმა მას სახელი გერმანიის ლიდერის საპატივსაცემოდ დაარქვა. მისი თქმით, ბავშვობაში საკუთარ სახელში განსაკუთრებულს ვერაფერს ხედავდა და მხოლოდ წლების შემდეგ გაიაზრა ვის სახელს ატარებდა.

1920-30-იან წლებში ნამიბია გერმანიის კოლონია იყო. 


myquiz